Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე Game Developers Conference-ზე (GDC) კომპანია Oculus-მა წარდგინა თავისი VR ჰედსეტ Rift-ის განახლებული ვერსია, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა. ახალი Oculus Rift S-ის ფასი 399 დოლარს შეადგენს, რაც 50 დოლარით მეტია წინამორბედ მოდელთან შედარებით. როგორც ცნობილი გახდა, მოწყობილობას მთელი რიგი გაუმჯობესებული სიახლეები აქვს, მათ შორისაა გაზრდილი ეკრანის გაფართოება და ინტეგრირებული აუდიოსისტემა. 

image.jpeg 

Rift S-ის შექმნისას მწარმოებელმა გადაწყვიტა უარი ეთქვა OLED-ეკრანებზე და მათ ნაცვლად ისეთივე LCD-პანელები გამოიყენა, როგორიც აქვს უფრო ბიუჯეტურ ვერსიას - Oculus Go-ს. ამის წყალობით გაფართოება 1080 x 1200 პიქსელიდან 1280 x 1440 პიქსელამდე გაიზარდა, თუმცა კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერციდან 80-მდე შემცირდა. ამავე დრო, როგორც პორტალი TechCrunch აღნიშნავს, თვალთახედვის კუთხე ოდნავ გაიზარდა ორიგინალ Rift-თან შედარებით. 

image.jpeg 

ახალი ჰედსეტის კომპლექტში შედის მართვის ორი კონტროლერი - Oculus Touch. გარდა ამისა, ჰედსეტს აქვს ხუთი კამერა გარმომცველი სივრცის აღქმისათვის. კამერათა მასივის არსებობა, რომელსაც მწარმოებელი Oculuc Insight-ს უწოდებს, აღარ საჭიროებს გარე სენსორებს. 

image.jpeg 

საინტერესოა, რომ განახლებული ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შექმნაშ აქტიური მონაწილეობა მიიღო კომპანია Lenovo-მ, რაც საკმაოდ უცნაურია. ასეა თუ ისე, ამას აცხადებს თავად Oculus-ი: „ერთობლივმა ძალისხმევამ საშუალება მოგვცა ჰედსეტი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსულიყო, გაგვეხადა იგი გარე სინათლისგან შეუღწევადი და შეგვექმნა მარტივი ერთსადენიანი სისტემა უფრო კომფორტული გამოყენებისთვის“. 

Oculus Rift S-ის შეძენის მსურველებისთვის აუცილებელია საკმაოდ მძლავრი კომპიუტერის ქონა. Oculus-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია სპეციალური პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთო და შეამოწმოთ ჰედსეტის მოთხოვნების თავსებადობა თქვენს სისტემასთან. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.