Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით კორპორაცია Intel-ი 2021 წლისთვის ააწყობს მსოფლიოში პირველ ექსაფლოპსურ (exaflops) სუპერკომპიუტერს - მოწყობილობა ისტორიაში ყველაზე მძლავრი და, როგორც მოსალოდნელია,  ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი გახდება. სიახლის შესახებ ცნობებს ავრცელებს New York Times. 

Intel-ის სუპერკომპიუტერი Aurora ამოქმედდება 2021 წელს, მისი წარმადობის მაჩვენებელი იქნება კვინტილიონი ოპერაცია წამში. მოწყობილობაში გამოყენებული იქნება Xeon Scalable პროცესორები, ასევე Intel Optane DC მეხსიერება. მიიჩნევა, რომ Aurora რვაჯერ სწრაფი იქნება დღესდღეობით არსებულ ყველაზე სწრაფ სუპერკომპიუტერთან - Summit-თან შედარებით. 

GetImage.ashx?&WOPIsrc=https%3A%2F%2Fove 

პროექტის ღირებულება 500 მილიონადაა შეფასებული. შედარებისთვის, წინამორბედი ყველაზე სწრაფი ამერიკული სუპერკომპიუტერ Summit-ის პროექტი 200 მლნ დოლარად იყო შეფასებული. 

Summit-ი აამოქმედა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეროვნულმა კვლევითმა ლაბორატორიამ ოუკ-რიჯში 2018 წლის ზაფხულში. ამ სუპერკომპიუტერის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 200 კვადრილიონ ოპერაციას წამში - ეს მილიონჯერ მეტია ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.