Jump to content

Recommended Posts

Posted

თებერვალში სარაკეტო ძრავმა Raptor-მა, რომელიც რაკეტა Starship-ისთვისაა განკუთვნილი, წარმატებით  გაიარა გამოცდა. კომპანია წინ მიიწევს და ილონ მასკის თქმით უახლოეს პერიოდში რაკეტა თავის პირველ სატესტო „ნახტომს“ გააკეტებს ერთი ძრავით, მას კი შემდეგ მოჰყვება სუბორბიტალური ფრენები სამი ძრავით. SpaceX-ის დამფუძნებელმა აგრეთვე გამოქვეყნა დამცავი საფარის გამოცდის ამსახველი ვიდეო. საფარის წყალობით რაკეტა არ დაიწვება ატმოსფეროში დედამიწაზე დაბრუნების დროს.  

image.jpeg 

დამცავი ფარი განთავსებული იქნება რაკეტის მხოლოდ ცალ მხარეზე. იგი წარმოადგენს საფარს, რომელიც დამზადებულია ექვსკუთხიანი ფილებისგან. ინჟინრების არჩევანი ასეთ ფორმაზე იმიტომ შეჩერდა, რომ ფილებს შორის მიერთების ადგილებში არ რჩება პირდაპირი გზა ატმოსფეროს მწველი აირებისთვის. ყველა მეტად გაცხელებად ადგილებში გამოყენებული იქნება ტრანსპირაციული გაგრილების მეთოდი, სადაც მეთანი და წყალი აორთქლდება საფარის მეორე მხარის 10-მიკრონიანი სივრცეებიდან და შიდა ნაწილი კი გაგრილდება.  

image.jpeg 

ცნობილია, რომ დამცავმა საფარმა წარმატებით გაიარა ტესტირება 1300 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში - ეს საკმარისია, რათა რაკეტამ გაუძლოს დედამიწაზე დაბრუნებისას. აღსანიშნავია ისიც, რომ რაკეტა მზად იქნება მორიგი ფრენისთვის დედამიწაზე დაშვებისთანავე - მას არ დასირდება რემონტი ხელმეორედ გამოყენებისთვის. 

ტრანსპირაციული გაგრილება ყველგან დაემატება, სადაც კი დამცავი ფარის რღვევას დავინახავთ. რაკეტა კვლავ მზად იქნება ხელახალი ფრენისთვის დედამიწაზე დაბრუნებისთანავე“ - აცხადებს ილონ მასკი, SpaceX-ის დამფუძნებელი.  

ის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ ხვდება, გამოვლენილი იქნება უახლოესი ტესტირებების მსვლელობისას. დიდი ალბათობი, გამოცდა ამავე კვირაში განხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ 18 მარტიდან SpaceX-ის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.