Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Fisker-ი, რომელიც დაარსებულია ავტომობილების დიზაინერის - Henrik Fisker-ის მიერ, პირებს გამოუშვას ქროსოვერი მთლიანად ელექტრო ძრავით. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ Fisker-ს მონაწილება აქვს მიღებული ისეთი ავტომობილების შექმნაში, როგორებიცაა Aston Martin DB9, Aston Martin V8 Vantage, VLF Force 1 V10, VLF Destino V8 და BMW Z8. გარდა ამისა, Henrik Fisker-ი ჰიბრიდ Karma-ს „მამად“ ითვლება. 

პროექტირებადი ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არც ისე ვრცელია. ცნობილია, რომ სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 80 კვტ-იანი ბატარეა. ერთ სრულ დატენვაზე გასავლელი მარაგი დაახლოებით 500 კილომეტრია. 

ელექტრო ქროსოვერის პროტოტიპის დემონსტრირებას კომპანია Fisker-ი მიმდინარე წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში მოახდენს. თუმცა ელექტრომობილის კომერციული მოდელი 2021 წლის მეორე ნახევრამდე არ იქნება მზად. 

image.jpeg 

ნავარაუდევია, რომ Fisker-ის ელექტრო ქროსოვერის საბაზისო კომპლექტაცია 40 ათას დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. 

როგორც ითვლება, ხსენებული ელექტრომობილი კონკურენციას გაუწევს Tesla Model Y-ს. ეს უკანასკნელი Tesla-მ გასულ კვირაში წარადგინა. მისი ფასი 39 ათასი დოლარიდან იწყება, თუმცა ამ ფასის მქონე მოდელის გაყიდვები 2021 წლამდე არ დაიწყება. 2020 წლის შემოდგომაზე გაყიდვაში გამოვა Model Y-ის მხოლოდ 47 ათას დოლარიანი მოდელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.