Magdalena Posted March 20, 2019 Posted March 20, 2019 კომპანია Fisker-ი, რომელიც დაარსებულია ავტომობილების დიზაინერის - Henrik Fisker-ის მიერ, აპირებს გამოუშვას ქროსოვერი მთლიანად ელექტრო ძრავით. აღსანიშნავია, რომ Fisker-ს მონაწილება აქვს მიღებული ისეთი ავტომობილების შექმნაში, როგორებიცაა Aston Martin DB9, Aston Martin V8 Vantage, VLF Force 1 V10, VLF Destino V8 და BMW Z8. გარდა ამისა, Henrik Fisker-ი ჰიბრიდ Karma-ს „მამად“ ითვლება. პროექტირებადი ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არც ისე ვრცელია. ცნობილია, რომ სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 80 კვტ-იანი ბატარეა. ერთ სრულ დატენვაზე გასავლელი მარაგი დაახლოებით 500 კილომეტრია. ელექტრო ქროსოვერის პროტოტიპის დემონსტრირებას კომპანია Fisker-ი მიმდინარე წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში მოახდენს. თუმცა ელექტრომობილის კომერციული მოდელი 2021 წლის მეორე ნახევრამდე არ იქნება მზად. ნავარაუდევია, რომ Fisker-ის ელექტრო ქროსოვერის საბაზისო კომპლექტაცია 40 ათას დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. როგორც ითვლება, ხსენებული ელექტრომობილი კონკურენციას გაუწევს Tesla Model Y-ს. ეს უკანასკნელი Tesla-მ გასულ კვირაში წარადგინა. მისი ფასი 39 ათასი დოლარიდან იწყება, თუმცა ამ ფასის მქონე მოდელის გაყიდვები 2021 წლამდე არ დაიწყება. 2020 წლის შემოდგომაზე გაყიდვაში გამოვა Model Y-ის მხოლოდ 47 ათას დოლარიანი მოდელი. https://3dnews.ru/984395 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.