Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბოლო რვა წლის განმავლობაში კრიპტო ბირჟების მესამედი გატყდა, თუმცა ჰაკერების ვინაობის დადგენა მხოლოდ მიზერულ შემთხვევებში მოხერხდა. ამის გამო რამოდენიმე ქვეყანას სურს ბირჟების კანონმდებლობით რეგულირება, რათა დაიცვას მოქალაქეების საკუთრება. 

რამოდენიმე ქვეყანაში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს კრიპტოვალუტების გაცვლით ოპერაციებს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ ძალისხმევით შემცირდება შეტევების რისკი და ამაღლდება ოპერატორების პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რაც მომხმარებლებს მიადგებათ. ხელისუფლებას აგრეთვე აშფოთებს ისიც, რომ შესაძლოა მოპარული თანხა ფულის გამთეთრებლებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში. 

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბირჟებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც ბანკებმა - ისინი პრაქტიკულად არ რეგულირდება. თანხის დამგროვებლების დაზღვევა არ არსებობს, მომხმარებლების ანონიმურობის გამო კი მეტად ძნელია მიაგნონ მოპარულ თანხებს. 

ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად იაპონიას, სურს შემოიღოს მკაცრი წესები, რომლებითაც კრიპტო ბირჟები გაკონტროლდება. წესებში იგულისხმება მომხმარებლების დეანონიმიზაცია, სამუშაოში საკმარისი რაოდენობის პერსონალის მიღება, საბუღალტრო ბალანსის წარმოება და მომხმარებლების მთლიანი მარაგის მყარ დისკზე შენახვა, რომელიც ინტერნეტთან არ იქნება დაკავშირებული. 

ახალი კანონები ნიშნავს იმას, რომ თუკი ბირჟა გატყდება, ოპერატორები ანგარიშვალდებულნი იქნებიან იმაზე, თუ როგორ მართავდნენ თავიანთი კლიენტების საკუთრებას. 

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევა განხორციელდა ბირჟა Coincheck-ზე. ბირჟის მომხმარებლებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მათი გატეხილი დეპოზიტები იმყოფებოდა ინტერნეტთან მიერთებულ „ცხელ საფულეებში“, რაც გამოწვეული იყო „პერსონალის სიმცირით“. მსგავსი კანონდარღვევები სამომავლოდ სასამართლო გამოძიებას დაექვემდებარება. 

კრიპტოვალუტების გაცვლის რეგულირების მსურველებიდან იაპონია ერთადერთი არ გახლავთ. ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრანზაქციების ანგარიშისა და ანალიზის ცენტრი ახალ უფლებამოსილებას მიიღებს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მონიტორინგისთვის. ახალი კანონმდებლობის მიხედვით ბირჟები ვალდებულნი ხდებიან გაამხილონ ინფორმაცია ინვესტორებისა და გარიგებების შესახებ. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.