Jump to content

Recommended Posts

Posted

ფრანგული კომპანია Lazareth-ის მოტოციკლები ცნობილია თავიანთი სტილით, გაბედული და აგრესიული დიზაინითა და სიმძლავრით. 2018 წლის ბოლოს კომპანიამ წარადგინა მფრინავი მოტოციკლი Moto Volante, რომელიც იმ დროს ფუტურისტულ მოდელად მიიჩნეოდა და რეალურ პირობებში გამოყენებისთვის არ იყო განკუთვნილი. თუმცა ამჯერად როგორც ცნობილი გახდა, იგი მართლაც ახდენს ფრენის დემონსტირებას - მოტოციკლს შეუძლია ერთი მეტრის სიმაღლეზე აფრინდეს და მსუბუქად დაეშვას უკან. 

image.jpeg 

ახალი მოტოციკლი წარმოადგენს ევოლუციას შთამბეჭდავი იერსახითა და სიმძლავრით, აქვს 470 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე Maserati-ის ძრავი. Moto Volante-ის მთავარი ინოვაციაა რეაქტიული ტურბინები JetCat, რომელა საშუალო ბრუნვის მაჩვენებელია 96 ათასი ბრუნი წუთში. ჰიდრავლიკურ აქტუატორებს საბურავები ვერტიკალურ მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში გადაჰყავს, რათა მათ შეძლონ კონსტრუქციის ჰაერში აწევა.  

image.jpeg 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Moto Volante-ის მფლობელებს შეეძლებათ იარონ ჩვეულებრივი გზით, სწორი ფართე ზედაპირის მოედნიდან კი შეძლებენ აფრენას. სტანდარტული სვლის რეჟიმიდან ფრენის რეჟიმზე გადართვას დაახლოებით 60 წამი სჭირდება - სწორედ ეს დროა საჭირო აფრენისთვის მოსამზადებლად. კონსტრუქცია 140 კილოგრამს იწონის, ამიტომ აუცილებელია ძრავმა უზრუნველყოს დაახლოებით 240 კგ გაწევა. 

მოტოციკლი Lazareth Moto Volante კიდევ ერთხელ წარდგება საზოგადოების წინაშე 2019 წლის ოქტომბერში დუბაიში გამართულ გამოფენა Gitex-ზე. ამავე დროს დაიწყება წინასწარი შეკვეთების მიღება - მოტოციკლის ფასი შთამბეჭდავად მაღალია და დაახლოებით 560 ათას დოლარს შეადგენს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.