Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ამერიკული კორპორაცია Lockheed Martin-ი გეგმავს შექმნას თანამგზავრების ქსელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური ინტენეტის მიწოდება სტიქიური უბედურებების ზონებში. პროექტი დაზარალებულებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაუკავშირდნენ ექსტრემალურ სამსახურებს ან ახლობლებს - წერს New Atlas. 

სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური კასატროფების ზონებში ხშირად ფიქსირდება კავშირის დარღვევა და გაუმართაობა. ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გადამცემი ანძების დაზიანებით, ასევე ქსელის გადატვირთვით. კავშირის არარსებობის გამო დაზარალებულები ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი ადგილმდებარეობა აცნობონ სამაშველო სამსახურს - ამის გამო კი მსხვერპლი იზრდება. 

Lockheed Martin-ის გეგმის თანახმად, მომხმარებლები ავტომატურად მიუერთდებიან ახალ თანამგზავრულ ქსელს იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე არსებული კავშირის სისტემა მწყობრიდან გამოვა. 

პროექტის დეტალებსა და რეალიზაციის ვადებს კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.