Jump to content

Recommended Posts

Posted

ნორვეგია პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მასშტაბით ყველა ქვეყანას აღემატება. აშშ-ში პლასტმასის ხელმეორედ გამოყენების დონე 30%-ს აღწევს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 97%-ია, თანაც გარემოში ნარენების მხოლოდ 1% ხვდება. კონკრეტულად ნორვეგიის შემთხვევაში ამგვარი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანია Infinitum-ის ძალისხმევით, რომელმაც შესანიშნავი სტრატეგია შეიმუშავა ხალხის წასახალისებლად - მიიტანონ ბოთლები გადამუშავებისთვის. 

image.jpeg 

ის, რომ გადამუშავების მეთოდი არაპოპულარულია, ამის მიზეზი გახლავთ შემდეგი: მწარმოებლებისთვის უფრო მომგებიანია ახალი პლასტმასის შექმნა, ვიდრე ფულის ხარჯვა მეორადი გამოყენების ნედლეულის შესაქმნელად. ამიტომ კომპანია Infinitum-მა გააკეთა ისე, რომ მომხმარებლებსაც და მწარმოებლებსაც გასჩენოდათ სტიმული - ჩაებარებინათ და გადაემუშავებინათ პლასტმასის ნარჩენები. 

ქვეყნის მასშტაბით მასიურად მოხდა ფასების აწევა იმ პროდუქტებზე, რომლებიც პლასტმასის შეფუთვებში იყიდება - ისინი 13-30 ცენტით გაძვირდა. მომხმარებლებს კი აქვთ საშუალება - ეს მომატებული თანხა უკან დაიბრუნონ, თუკი პლასტმასის შეფუთვის შტრიხ-კოდს დაასკანერებენ და შეფუთვას სპეციალურ შემგროვებელ აპარატში ჩააგდებენ. ბოთლების აბარება შესაძლებელია მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებზეც, შედეგად კი მომხმარებლები ფასდაკლებას იღებენ სხვადასხვა პროდუქტზე. დაწესებულება, რომელიც ნარჩენებს იბარებს, იღებს მცირე შემოსავალს თითოეული მიებული ბოთლიდან - ზოგიერთი დაწესებულების მფლობელი აცხადებს, რომ ამ სტრატეგიამ მათი ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანა. 

ამგვარი სტრატეგიით უკვე დაინტერესდა რამოდენიმე ქვეყანა, მაგალითად შოტლანდია, ინდოეთი, ჩინეთი და ავსტრალია. მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს გერმანიაში, ფინეთსა და ლიტვაში და ამ ქვეყნების დონე ნარჩენების გადამუშავებაში ბევრად მაალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.