Jump to content

Recommended Posts

Posted

თებერვლის ბოლოს Boeing-მა გაასაჯაროვა ცნობები თავისი უპილოტო ავიაგამანადგურებლის - Loyal Wingman-ის შესახებ. იგი პირველი ფრენისთვის მზად 2020 წელს იქნება. პარალელურად კი უპილოტო თვითმფრინავმა Valkyrie XQ58-A-მ უკვე გაიარა პირველი ტესტირება. Boeing Loyal Wingman-ის მსგავსად, Valkyrie-ც განკუთვნილია პილოტირებული საფრენი აპარატების გამცილებლის დანიშნულებისთვის, თუმცა მან გამოცდა მარტომ გაიარა. 

image.jpeg 

Valkyrie იაფი პლატფორმაა, მას შეუძლია ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ მოქმედებას რადიოელექტრონული ზემოქმედებით, შეუძლია შეუტიოს მოწინააღმდეგეს, დაზვეროს ტერიტორია და განსაკუთრებით სახიფათო მომენტებში დარტყმა საკუთარ თავზე აიღოს, რათა დაიცვას ძვირადღირებული პილოტირებული თვითმფრინავები. ამ აპარატს შეუძლია იფრინოს როგორც მარტომ, ასევე გუნდში, სადაც ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტი შეძლებს მის დისტანციურად მართვას პულტის მეშვეობით. აფრენისთვის შესაძებელია გამოყენებულ იქნას ასაფრენი ზოლი ან გამწევი რაკეტა, ოპტიმალური ტვირთის სახით კი შეუძლია დაიტვირთოს რამოდენიმე ბომბით“. 

ვალკირიას პირველი ფრენა განხორციელდა საგამოცდო პოლიგონზე არიზონაში. შეიარაღებული სამხედრო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 76-წუთიანი ფრენისას აპარატი „ისე მოქმედებდა, როგორც მოსალოდნელი იყო“. Valkyrie-ს წინ კიდევ ოთხი სატესტო ფრენა ელის, რომელთა ფარგლებშიც ცხადი გახდება, რამდენად კარგად მუშაობს მართვის სისტემები და ხომ არ აქვს ადგილი რაიმე პრობლემას აფრენის, ფრენის ან დაშვების დროს.  

ანალოგიური აპარატის, F-16 Fighting Falcon-ისგან განსხვავებით, რომელიც ავითარებს 2000 კმ/სთ სიჩქარეს, Valkyrie-ს მაქსიმალური სიჩქარეა არაუმეტეს 1000 კმ/სთ. იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემხვევაში მან  საკუთარი თავი უნდა გაწიროს 100 მილიონზე მეტი ღირებულების თვითმფრინავების გადასარჩენად - მწარმოებლებმა მაქსიმალურად დააკლეს Valkyrie-ზე ფასი - მისი ღირებულება არ აემატება 2-3 მლნ დოლარს. 

აღსანიშნავია, რომ ამგვარი კამიკაძე-აპარატების შექმნა იგეგმება არა მხოლოდ საჰაერო ტექნიკის წარმოების სფეროში - მსგავსი სისტემები შეიქმნება სახმელეთო და წყალქვეშა შეიარაღებაშიც.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.