Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონში კომპანია FIAT-მა წარადგინა ელექტრომობილი Centoventi, რაც იტალიურ ენაზე 120-ს ნიშნავს. არსებობის სწორედ ამდენი წელი უსრულდება პოპულარულ იტალიურ ბრენდს. ელექტრომობილი მოდულური სისტემისაა და მწარმოებლების თქმით შესაძლებელია მისი წყობა, გადაწყობა და განახლება უამრავჯერ, რისი წყალობითაც ელექტრომობილი უფრო ხელმისაწვდომი ხდება. 

image.png 

მანქანა-კონსტრუქტორის მოდულური კონცეფცია ითვალისწინებს, რომ კონვეირიდან გამოდის პირდაპირი მნიშვნელობით „სუფთა ფურცელი“ - კარკასი, რომელსაც სახურავიც კი არ აქვს. შემდეგ უკვე მომხმარებელი თავად ირჩევს ფერს და სხვა ყველაფერს. ახალი ელექტრომობილის ბატარეას 100 კილომეტრის გავლა შეუძლია, თუმცა FIAT-ი პირობას დებს, რომ გასავლელ მარაგს 500 კილომეტრამდე გაზრდის. 

image.png 

ელექტრომობილის კარის პანელები მაცივრის კარს მოგვაგონებს - მათში უამრავი სივრცეა ნივთების შესანახად. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ კომპონენტების ოთხნაირი ვარიანტი - სახურავის ტიპი, რომელშიც მზის ბატარეაც შედის, დისკები, ბამპერი და საბარგულის დაფერვა. სალონის შიგნით არსებული თითქმის ყველა დეტალი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. 

ინტერიერის დეტალების უმეტესობის შეცვლა და მათი სახლის პირობებში დამზადებაც კი შესაძლებელია. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ მათ მიერ Centoventi-სთვის დამზადებული ნაკეთობები სხვა პირებზე გაყიდონ და ამგვარად განავითარონ ბრენდული პლატფორმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.