Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Corsair-ი უკვე დიდი ხანია მომხმარებლებს სთავაზობს თხევადი გაგრილების მზა სისტემებს. ამჟამად კი შვეიცარიული ინტერნეტ-მაღაზიის წყალობით ცნობილი ხდება, რომ მწარმოებელი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გაგრილების სისტემების ასაწყობ სხვადასხვა კომპონენტის გაყიდვას, რომლებიც გაერთიანდება სერიაში - Corsair Hydro X. 

image.jpeg 

Corsair XC9 RGB 

კომპანია Coarsair-მა მოახდინა საკუარი კომპონენტებისგან აწყობილი თხევადი გაგრილების სისტემის კონტურების დემონსტრაცია მიმდინარე წლის დასაწყისშ გამართულ გამოფენა CES 2019-ზე. ამ კომპონენტების გაყიდვაში გამოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. Corsair-ი მსურველებს შესთავაზებს კომპონენტების სრულ ასორტიმენტს: ფიტინგებიდან დაწყებული წყლის ბლოკებით დამთავრებული. 

image.jpeg 

Corsair XC7 RGB 

პირველ ეტაპზე კომპანია გამოუშვებს პროცესორის წყლის ბლოკების ორ მოდელს: XC7 და XC9. ორივე მათგანს ექნება მონიკელებული სპილენძის ფუძე, თუმცა XC9 მოდელს კონტაქტების უფრო მსხვილი დაფა აქვს, რის ხარჯზეც იგი თავსებადი იქნება დიდ პროცესორებთან, მათ შორის AMD Ryzen Threadripper-თანაც. მოცემულ წყლის ბლოკებს ექნება 70 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და წარმოდგენილნი იქნებიან RGB განათებით. გარეგნულად ეს ბლოკები ჰგავს სერია Hydro Platinum-ის თხევადი გაგრილების სისტემებს. 

image.jpeg 

Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080-სთვის 

image.jpeg 

Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080 Ti-სთვის 

ვიდეობარათებისთვის კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს XG7 სერიის წყლის ბლოკებს. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ეტალონური GeForce RTX 2080-ისა და RTX 2080 Ti-სთვის, თუმცა სამომავლოდ Corsair-ი სხვა ვიდეო ბარათებისთვისაც გამოუშვებს შესაბამის მოდელებს. ამ შემთხვევებშიც გამოყენებულია მონიკელებული ფუძე, ზედა ნაწილი კი დამზადებულია ალუმინისა და აკრილისგან. ამ მოდელებში წარმოდგენილი იქნება 50 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და, რაა თქმა უნდა, რეგულირებადი RGB განათებაც. 

image.jpeg 

image.jpeg 

რადიატორების XR5 სერიაში შევა 30 მმ სისქის მოდელები, XR7 სერიაში კი - 54 მმ-იანი. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ზომები 120-დან 420 მმ-მდე და 140-დან 480 მმ-მდე. რადიატორის მილები სპილენძისგანაა დამზადებული. Corsair-ი ასევე გამოუშვებს D5 ტიპის ტუმბოს (პომპა) 100 მმ-იანი ინტეგრირებული რეზერვუარით, სახელად XD5 RGB.  

image.jpeg 

image.jpeg 

და ბოლოს - კომპონენტების სერია Hydro X-ში შევა ფიტინგები და სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის ადაპტერები, აგრეთვე  მოქნილი, მყარი და სხვადასხვა ზომის დიამეტრის მქონე მილები. Corsair-ი მომხმარებლებს აგრეთვე შესთავაზებს გამაგრილებელ სითხეს, იგი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფერშ, თუმცა ყველა მათგანის მოცულობა 1 ლიტრია. 

image.jpeg 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.