Magdalena Posted March 11, 2019 Posted March 11, 2019 შვეიცარიული კომპანია Piëch-ის მიერ შექმნილ ელექტრომობილს - Mark Zero-ს აქვს სამი ძრავი და შეუძლია სრულად დამუხტული აკუმულატორით დაფაროს 500 კილომეტრი. დასატენად კი მას სულ რაღაც ოთხი წუთი და 40 წამი სჭირდება. ელექტრომობილი Mark Zero დაპროქტებულია მოდულური პლატფორმის პრინციპით - სამომავლოდ მისი კომპონენტები, რომელთაც კომპანია Piëch აწარმოებს, შესაძლებელი იქნება შეიცვალოს უფრო მძლავრი დეტალებით. „ელექტრომობილის ამჟამად არსებულ კომპლექტაციაში შედის სამი ძრავი - თითოეული მათგანი 150 კილოვატიანია. ერთ-ერთი ძრავი განთავსებულია წინა ხიდზე, დანარჩენები - უკანაზე. Mark Zero-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3,2 წამში შეუძლია. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ“ - აცხადებს კომპანია. ელექტრომობილის ბატარეები 80%-მდე იტენება 4 წუთსა და 40 წამში, რაც დღესდღეობით ყველაზე სწრაფ შედეგს წარმოადგენს ელექტრო ავტომობილების მაჩვენებლებს შორის. უცნობია, როდის დაიწყება ამ ელექტრომანქანის წარმოება. ამის მიზეზს წარმოადგენს ავტომობილის დატენვისთვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა. https://hightech.fm/2019/03/04/mark-zero Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.