Jump to content

Recommended Posts

Posted

შვეიცარიული კომპანია Piëch-ის მიერ შექმნილ ელექტრომობილს - Mark Zero-ს აქვს სამი ძრავი და შეუძლია სრულად დამუხტული აკუმულატორით დაფაროს 500 კილომეტრი. დასატენად კი მას სულ რაღაც ოთხი წუთი და 40 წამი სჭირდება. 

ელექტრომობილი Mark Zero დაპროქტებულია მოდულური პლატფორმის პრინციპით - სამომავლოდ მისი კომპონენტები, რომელთაც კომპანია Piëch აწარმოებს, შესაძლებელი იქნება შეიცვალოს უფრო მძლავრი დეტალებით. 

„ელექტრომობილის ამჟამად არსებულ კომპლექტაციაში შედის სამი ძრავი - თითოეული მათგანი 150 კილოვატიანია. ერთ-ერთი ძრავი განთავსებულია წინა ხიდზე, დანარჩენები - უკანაზე. Mark Zero-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3,2 წამში შეუძლია. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ“ - აცხადებს კომპანია. 

ელექტრომობილის ბატარეები 80%-მდე იტენება 4 წუთსა და 40 წამში, რაც დღესდღეობით ყველაზე სწრაფ შედეგს წარმოადგენს ელექტრო ავტომობილების მაჩვენებლებს შორის. 

უცნობია, როდის დაიწყება ამ ელექტრომანქანის წარმოება. ამის მიზეზს წარმოადგენს ავტომობილის დატენვისთვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.