gajaviki Posted November 7, 2010 Posted November 7, 2010 კომპანია Cogage-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელად TRUE Spirit. (იხ. სურათი) შეფუთვა და შიგთავსი: როგორც ყველა ქულერი დევს ყუთში () (იხ. სურათი) უკანა მხარეს მას ახატია მისი შემადგენელი ნაწილები და აწერია სპეციფიკაციები. (იხ. სურათი) ამ ქულერის ზომებია 133 x 156 x 38 mm და მისი წონა 670 გრამს შეადგენს. ქულერს გააჩნია 4 სითბური მილაკი რომელზეც "აცმულია" 48 ცალი ალუმინის ფირფიტა. ასევე მას მოყვება ერთი 120mm ფენი რომლის ზომებიცაა 120 x 120 x 25mm, სიჩქარე 1000 ~ 1500 RPM, 35-66.5CFM ჰაერის გამტარობა და ხმაურის დონე 19.6-37.4 dBA-ა. ეს ქულერი განკუთვნილია LGA 1156 და LGA 1336 სოკეტისთვის. ეს ქულერი სულ რაღაც 45$-ია. როგორც ვიცით ქულერში მთავარი მისი ეფექტურობაა და არა დიზაინი, ამისთვისაც წარმოგვიდგინეს ტესტები რომელიც ჩატარდა შემდეგ სისტემაზე: დედაპლატა: Gigabyte GA-EP58-UD4P პროცესორი: Intel Core i7 920 @ 3.8 @ 1.4v ოპერატიული მეხსიერება: Patriot DDR3 PC12800 6GB Tri-Channel ვიდეო კარტა: Sapphire HD3870 Toxic მყარი დისკი: Seagate 7200.11 კვების ბლოკი: Thermaltake Tough Power XT კეისი: Coolermaster CM Sniper ოპერაციული სისტემა: Windows XP SP3 თერმოპასტა: Arctic Silver 5 გამოყენებული პროგრამები: OCCT Real Temp CPU-Z ამ ტესტში მონაწილეობას იღებდა 2 ქულერი: 1) Cogage TRUE Spirit 2) Thermalright Ultra 120 EX საბოლოო ჯამში ულტრა 120-მა აჯობა, მაგრამ ამ ქულერმა ცუდი შედეგი არ აჩვენა.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now