Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მობილურმა ფინანსურმა აპლიკაცია Revolut-მა აამოქმედა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „ავტომატურად გადაცვალონ“ ნაღდი ფული და კრიპტოვალუტები. 

კომპანიამ განაცხადა, რომ მის 4 მილიონზე მეტ მომხმარებელს უკვე შეუძლია ავტომატურად გადაცვალო აშშ დოლარი Bitcoin-ზე ან Ethereum- XRP-ზე. გადარიცხვა ემყარება წინასწარ დადგენილ ღირებულებას. Fiat-to-fiat ტიპის გაცვლაც შესაძლებელია. 

როგორც კი აპლიკაციაში დადგინდება სამიზნე კურსი - მიმდინარე ფასზე მაღალი ან დაბალი - Revolut- შეტყობინებას იძლევა, რომ გაცვლა გააქტიურდება მიზნის მიღწევისთანავე. თუმცა იგი იძლევა გაფრთხილებას, რომ მიღწეული საბოლოო კურსი შესაძოა ოდნავ განსხვავდებოდეს სასურველი, მიზანდასახული მაჩვენებლისგან კურსის არასტაბილურობის/ცვლილებების გამო. 

„თუკი ტარიფი ვერ მიაღწევს დასახულ მიზნამდე, ვალუის გაცვლა არ გამოვა“ -  აცხადებენ კომპანიაში. 

ხალი ფუნქციის წყალობით, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდა უბრალო ყიდვა-გაყიდვის შემოთავაზებები ბაზარზე არსებული კურსის მიხედვით - აპლიკაციამ ფაქტობრივად შეიძინა „სავაჭრო ტრიგერის“ ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია უფრო პროფესიონალურ სავაჭრო პლატფორმებზე.  

„ავტომატური გაცვლა იდეალურია იმისათვის, რომ ეცადოთ მიიღოთ საუკეთესო გაცვლითი კურსი და თავი დაიცვათ ბაზრის არასტაბილურობისგან“ - აცხადებენ აპლიკაციის შემქმნელები. 

თუმცა ამ ფუნქციას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით მომხმარებელს შეუძლია დღეში გადაცვალოს მხოლოდ 10 ათასი ევრო (11 198 აშშ დოლარი) ნებისმიერ კრიპტოვალუტაზე. არსებობს აგრეთვე გაცვლის ყოვედღიური ლიმიტი - 30 ტრანზაქცია დღეში. 

აგრეთვე, ფასების მერყეობის მაღალი დონის პერიოდებში, თუკი გაცვლითი კურსი იცვლება 0,75%-ზე მეტად ორივე მხარის ფიატ-ვალუტაზე, ან თუკი აღემატება კრიპტოვალუტების სამიზნე კურსის 5%-ს, Revolut-ი არ განახორციელებს გაცვლას. 

Revolut-მა კრიპტო სავაჭრო მომსახურების სერვისები აამოქმედა 2017 წლის ივლისში - საწყის ეტაპზე დაამატა Bitcoin-ი. მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში დაემატა მხარდაჭერა Litecoin-სა და Ethereum-ზე, გასული წლის მაისში კი დაემატა XRP და Bitcoin Cash. 

გასული წლის დეკემბერში კომპანიამ საბანკო ლიცენზია მიიღო ევროპის ცენტრალური ბანკისგან. ამ დროს Revolut-ის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ საბოლოო ჯამში  მომხმარებლები მიიღებდნენ ექაუნთებს თავიანთი ფინანსების მართვისთვის ერთი სივრციდან - Revolut Bank-იდან. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.