Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო წლებში უამრავი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ კვლევებსა და ზოგადად საქმიანობაში. ლონდონის ვენჩურულმა კომპანია MMC-მა შეისწავლა ევროპის 13 ქვეყნის თითქმის 3 ათასი სტარტაპის საქმიანობა, რათა გაერკვია - ნამდვილად ასე იყო თუ არა. კვლევის შედეგები იმედის გაცრუებას იწვევს. 

image.jpeg 

შესწავლილი სტარტაპების თითქმის ნახევარი, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ საქმიანობაში - უფრო სწორად, არ თანამოქმედებს მასთან სრულად. თანაც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სტარტაპების ხელმძღვანელების ან თანამშრომლების მიერ კი არა, საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება. თავის მხრივ კომპანიები კი არ ცდილობენ ჩაასწორონ მცდარი ინფორმაცია. 

რატომ ხდება ეს? პასუხი მარტივია: ყველა სტარტაპი დაინტერესებულია მოიზიდოს ინვესტიციები და როდესაც ინვესტორებთან შეხვედრაზე სტარტაპის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იგი 15-50%-ით მეტ ინვესტიციას იღებს, ვიდრე სხვა კომპანიები. 

რეალურად, სტარტაპები ხშირად არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე სახის სერიოზული კვლევის ან სამეცნიერო აღმოენებისთვის. კომპანების თითქმის მეოხედი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ქმნის ჩატ-ბოტებს, ზოგი ქმნის ალგორითმებს, რათა თანამშრომლების თაღლითობა გამოავლინოს. ხელოვნური ინტელექტის ამ სახით გამოყენებას რაქტიკულად დიდი სარგებელი არ აქვს. 

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რაღა თქმა უნდა არსებობს კომპანიები, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით - ამგვარი შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება უნივერსიტეტებში და ისინი ფინანსდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გარე ინვესტორებისგან.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.