Jump to content

Recommended Posts

Posted

2014 წელს ფრანგმა მეცნიერმა ედვინ ვან რიუმბეკემ შექმნა უცნაური რობოტი  Bionic Bird - ეს არის ჩიტი-რობოტი, რომელიც დაფრინავს და რეალისტურად ამოძრავებს ფრთებს. ხუთი წლის შემდეგ მან წარადგინა ახალი ქმნილება - პატარა პეპელა MetaFly, რომლის შორიდან ცოცხალი არსებისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. მექნიკური მწერი პულტით იმართება და მისი მართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - რობოტი გასაყიდად ხელმისაწვდომი იქნება. 

image.jpeg 

რობოტის კონსტრუქცია 19 სანტიმეტრის სიგრძისაა და 10 გრამს იწონის. მსუბუქი და მოქნილი ფრები მოქმედებაში მოჰყავს ალუმინის რადიატორის მქონე ძრავს, რომელიც იკვებება ლითიუმ-იონური ბატარეით. 15 წუთიანი დამუხტვა საკმარისია 8-წუთიანი ფრენისთვის, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია რობოტი აღიჭურვოს 1500 ილიამპერი/სთ მოცულობის კვების ბლოკით, რითიც უზრუნველყოფილი იქნება  20-წუთიანი მუშაობა. ამ პატარა რობოტის ფრენის სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია - იგი საათში 12 კილომეტრს ფარავს. 

image.jpeg 

ფრენის მართვისთვის გამოიყენება დისტანციური მართვის პულტი, რომლის მოქმედების რადიუსი 100 მეტრს შეადგენს. მოწყობილობის მანევრირება ხორციელდება მისი კუდის დახრილობის შესაბამისი ცვლილებებით. ელექტრონული პეპლის ფრთები და სხვა ელემენტები შექმნილია მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი მასალებისგან, ესენია: ნახშიბადის ბოჭკო, ჰიდროკრისტალური პოლიმერი და ორიენტირებული პოლიპროპილენის მემბრანა. 

image.jpeg 

ამ დროისთვის MetaFly-ს შემქმნელი ფულს აგროვებს წარმოებისთვის პლატფორმა Kickstarter-ზე. მოსალოდნელია, რომ რობოტის ფასი 146 დოლარი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.