Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კორეელმა მეცნიერებმა შექმნს ბიოსენსორი, რომელიც ფერების მიხედვით ასახავს და განასხვავებს ბიომასალებს ნანოსტრუქტურების მეშვეობით. 

კვლევა, რომელიც შეისწავლის კავშირს დაავადებებსა და მათი შეღწევადობის მექანიზმებს, დაფუძებულია უჯრედებსა და ორგანოებს შიგნით არსებული მასალების ანალიზზე. ზოგიერთ ბიომასალაზე, მაგალითა ცილაზე დაკვირვება და მისი გაანალიზება რთულია  შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური მიკროსკოპის მეშვეობით, რადგანაც ისინი უფერული და გამჭვირვალეა. მათზე დასაკვირვებლად საჭიროა ბიომარკერების გამოყენება, რითიც მათ განსაზღვრული ფერები ენიჭება. 

თუმცა საჭიროა მარკერების გარეშე მოქმედი ახალი ტექნოლოგია ბიომასალების აღმოსაჩენად, რადგანაც  ტექნოლოგიმ შესაძლოა ბიომასალებ მახასიათებლები შეუცვალოს. 

კორეელი მკვლევარების გუნდმა შექმნა პლაზმური ნანოსტრუქტურა, რომლითაც ფერადი ლინზის მსგავსად ხდება სინათლის გატარება. სხვადასხვა ფერები ჩნდება მაშინ, როდესაც ნანომატერიალები შეერევა ნანოსტრუქტურას. ამ ეფექტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია მიკროსკოპის გარეშე. 

ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კვლევითმა ჯგუფმა წარმატებით მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა ბიომასალების ბიოსტრუქტურის ფერის შესახებ გამოსახულების სენსორის მეშვეობით. შედეგად შეიქმნა ბიოსენსორი, რომელსაც შეუძლია ზუსტად აღმოაჩინოს ბიომასალები რეალურ დროში. 

ახალ ბიოსენსორს შეუძლია მოახდინოს მასალების ანალიზი და აღმოაჩინოს ისინი ხელმეორე დამუშავებისა და ანალიზატორების გარეშე, ასე რომ მისი გამოყენება ფართოდაა შესაძლებელი სხვადასხვა ბიოლოგიურ კვლევში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.