Jump to content

Recommended Posts

Posted

Binance Coin (BNB), კრიპტო აქტივი, რომლის საკომისიოზე გაცვლაც შესაძლებელია Binance Exchange-ზე, ბოლო წლებში თითქმის 140 %-ით გაიზარდა და ამჟამად აღარ მიჰყვება Bitcoin-ის ფასის ტენდენციებს - ეს არის წარმატება, რომელიც არ შეინიშნება განვითარებად კრიპტო ბაზარზე. 

მიუხედავად იმისა, რომ მიზეზები, რის გამოც უმეტესი კრიპტოვალუტა მჭიდროდაა კავშირში Bitcoin-თან, არ არის უპირობო - კვლევებმა აჩვენა, რომ Bitcoin-ის ტენდენციებზე დამოკიდებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. BNB კი საპირისპიროს ამტკიცებს. 

BNB ამ დროისთვის მერვე ადგილს იკავებს CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით. იგი ფაქტობრივად ერთადერთი კრიპტოვალუტაა ტოპ-10-დან, რომელიც დოლართან მიმართებაში იღებს წლიურ შემოსავალს. მისი მომდევნო, Tron-ის TRX ტოკენი ყოველწლიურ 44%-იან დანაკარგს განიცდის. 

ტოპ 10 კრიპტოვალუტა (წლიური პროცენტული ცვლილება) 

image.png 

როგორც მოყვანილ გრაფიკზე ჩანს, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 10 საუკეთესო კრიპტოვალუტა, როგორც წესი, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გამონაკლისია Tether  stablecoin (USDT) იმის გათვალისწინებით, რომ იგი ინარჩუნებს მუდმივ ღირებულებას. 

ამ კავშირმა BNB/USD-სთვის დასუსტება დაიწყო 2019 წლის დასაწყისში და ამას მოწმობს მისი მოქმედების ამსახველი ხაზი (ზემოთ ნარინჯისფერი), რომელიც მნიშვნელოვნადაა გადახრილი სხვა ცნობილი კრიპტოვალუტებისგან, რის გამოც იგი ყველაზე მეტად bulish არის კრიპტოების ჯგუფთან შედარებით. 

BNB / USD მაჩვენებლები BTC / USD-ს წინააღმდეგ 

image.png 

ცხადია, რომ BNB-მ როგორც ჩანს საკუთარი კურსი აიღო, იგი აგრძელებს ტენდენციას  - მნიშვნელოვნად აღემატებოდეს Bitcoin-ს. 

BNB/USD-ს პერფორმანსი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად აემატება Bitcoin-ს. იგი 141,7%-ით გაიარდა იმ დროს, როდესაც BTC-ის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 4 პროცენტია. 

BNB აგრეთვე ახდენს საუკეთესო შედეგების დემონსტრირებას უფრო მოკლევადიან პერსპექტივებში, მათ შორის უკანასკნე 7 და 30-დღიან პერიოდებში: კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 41,47% და 99,17%-იანი ზრდის მაჩვენებელი, შესაბამისად. ამავე პერიოდში BTC-ის მაჩვენებლებია 1,62 და 12,65 %. 

უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ხნის წინ დაფიქსირებულმა Bitcoin-ის აღდგენითმა ტემპმა დააინტერესა ინვესტორები კრიპტო ბაზრით, რამაც მოთხოვნა გაზარდა BNB-ზე.  

კრიპტო ბაზრის კორელირების მაღალი დონისა და ბაზრის მოუმწფებლობის გამო ნაკლებად სარწმუნოა, რომ BNB მონიშნავს საკუთარ განსხვავებულ ტენდენციას ხანგრძლივ პერიოდში, თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როდის გახდება BNB განცალკევებული. 

  • Like 1
Posted

სხვათაშორის რავენკოინს კიდე უფრო სერიოზული ბულრანი აქვს მოწყობილი: https://www.coingecko.com/en/coins/ravencoin?utm_content=ravencoin&utm_medium=search_coin&utm_source=coingecko 1 თვეში 217% გაიზარდა კურსი, მაგ პერიოდში რომ გემაინინგა ეგ კოინი და მერე ერთიანათ გადაგეხურდავებინა ბიტკოინში, კარგ საშვალო მოგებას დადებდა სხვა კოინებთან შეფარდებაში ეგეთივე პერიოდით

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.