Jump to content

Recommended Posts

Posted

მთვარის მისიის წარმატებამ ჩინეთს ახალი სიმაღლისკენ - მარსის ათვისებისკენ უბიძგა.  მომავალ წელს დაგეგმილია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს საკვლევი ზონდი.  

image.jpeg 

მარსის ახლო ორბიტას აპარატმა უნდა მიაღწიოს 2021 წლის დასაწყისში. პროგრამის მიზანია პლანეტის გეოლოგიისა და ატმოსფეროს შესწავლა. 

„ბოლო 60 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავ ტექნოლოგიურ გარღვევას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნიდან - გავხდე წამყვანი კოსმოსური ქვეყანა. მომავალ წელს გავუშვებთ მარსის გამოსაკვლევ ზონდ, რომელიც განახორციელებს ფრენას, დაშვებას და პლანეტის ზონდირებას“ - აცხადებს მთვარის მისიის გენერალური კონსტრუქტორი უ ვეიჟენი. 

მან აგრეთვე დაამატა, რომ მისია Chang’e 5-ის მსვლელობისას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, იგეგმება აპარატის გამოყენება იმისათვის, რომ მან მთვარის გრუნტის ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს. 

„თუკი ეს მოხდება, ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა აშშ-სა და რუსეთს შემდეგ, რომელაც წარმატებით გადადგეს ამგვარი ნაბიჯი“ - აღნიშნა გენერალურმა კონსტრუქტორმა. 

ბოლო წლებში ჩინეთი განსაკუთრებით გააქტიურდა კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხების მხრივ. 2013 წელს ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) წარმატებით დასვა მთვარეზე მთვარემავალი Yutu-1. ექვსი წლის შემდეგ კრატერ ფონ კარმანში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაჯდა მეორე დასაფრენი მოდული მთვარემავლით. იგი პირველი კოსმოსური აპარატი იყო, რომელმაც განახორციელა დაჯდომა მთვარის უკანა მხარეზე. მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება კიდევ ერთი მთვარემავალის გაგზავნა, თუმცა ჩინეთის მავარ სამიზნეს მარსი წარმოადგენს. 

დღესდღეობით მარსის ორბიტასა და ზედაპირზე ექვსი კოსმოსური აპარატი მუშაობს: „Mars Odyssey”, “Mars Reconnaissance Orbiter”  და MAVEN – NASA-სგან. აგრეთვე ინდური Mangalyaan”, ევროპული Mars Express და ორბიტალური აპარატი Trace Gas Orbiter. წითელი პლანეტის ზედაპირზე სამეცნიერო მონაცემებს აგროვებს NASA- Curiosity 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.