Jump to content

Recommended Posts

Posted

„მურის კანონი“  (Moore's law) - გორდონ მურის მიერ შექმნილი ემპირიული დაკვირვება, რომლის თანახმადაც, თანამედროვე ფორმულირებით, ინტეგრალურ სქემაზე განთავსებული ტრანზისტორების რაოდენობა ყოველ 24 თვეში ორმაგდება. (განმარტ. - ვიკიპედია) 

კომპანია IBM-ს აქვს შემოთავაზება, გამოყენებულ იქნას „კვანტური მოცულობა“, რომელიც გაორმაგდება ყოველ წელს და იგი იქნება ეკვივალენტური მურის კანონისა, რომელიც მოქმედია ტრადიციულ გამომთვლელ კომპიუტერებში. მურის კანონის თანახმად ჩიპზე არსებული ტრანზისტორების რიცხვი და შესაბამისად გამოთვლითი სიმჭიდროვე უნდა გაორმაგდეს ყოველ ორ წელში. ამ დრომდე ეს კანონი მოქმედებდა, თუმცა ახალ კვანტურ კომპიუტერებს თავიანთი წესები გააჩნიათ. 

image.jpeg 

კვანტური მანქანები მონაცემებზე მანიპულაციებისას დამყარებულია კვანტურ ბიტებზე, კუბიტეზე. თუმცა კუბიტების უბრალოდ დამატებამ შესაძლოა ვერ აამაღლოს კომპიუტერის წარმადობის დონე, რადგან მათი ფაქიზი მდგომარეობა შესაძლოა დაირღვეს უმცირესი მერყეობის ან ტემპერატურის ცვლილებების გამო - ეს მოვლენა ცნობილია სახელით - „ხმაური“. შედეგად კი გამოთვლები მცდარი გზით წარიმართება. 

მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ამერიკელი ფიზიკოსების შეკრებაზე IBM წარადგენს შედეგებს, რომლებითაც ნაჩვენებია, რომ კომპიუტერის კვანტური მოცულობა 4-დან 8-მდე გაორმაგდა 2017-2018 წლებში. კომპანია აცხადებს, რომ მცირე ხნის წინ წარადგინა 16-მოცულობიანი მანქანა Q System One. თუმცა შეიმჩნევა ნიშნები, რომ გაორმაგების ტემპი შენელებას იწყებს. 

IBM ლიდერია კვანტურ გამოთვლებში და მან პირველმა გახადა თავისი მოწყობილობა ხელმისაწვდომი სხვების მიერ გამოსაყენებლად. კომპანია ყველაზე დიდ კონკურენციას აწყდება Rigetti Computing-ისა და  Intel-ის მხრიდან.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.