Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ჩინელმა სამხედრო ძალებმა შექმნეს არამომაკვდინებელი მიკროტალღური იარაღი, რომლითაც ხდება კანქვეშა ნერვების პარალიზება და იწვევს ძლიერ ტკივილს. „აქტიური შეკავების მიკროტალღური სისტემა“ - ასე უწოდეს ტექნოლოგიას და იგი გამოყენებული იქნება მასობრივი არეულობების, ტერორისტების დაკავების დრო, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეების დასაცავად - წერს Global Times. 

იარაღი შედგება მიკროტალღური რადარებისგან, რომლებიც მოწინააღმდეგეს უგზავნიან 0,4 მმ სიგრძის ტალებს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ იარაღის ზემოქმედება არ იწვევს სიმსივნეს და ფერტილურობის პრობლემას. 

ტექნოლოგიამ გამოცდა წარმატებით გაიარა. დაგეგმილია, რომ იგი გამოყენებული იქნება როგორც ერთ პირზე შეტევისას, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფის წინააღმდეგ. მიკროტალღური სისტემა შესაძლებელია დამონტაჟდეს ტრადიციულად, სტატიკურად.  აგრეთვე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება: შესაძლებელია რადარი დაყენდეს მცირე ზომის მიკროავტობუსის სახურავზე. 

ამ სიახლემდე ადრეულ პერიოდში ჩინეთის არმიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო დამაგნიტებული პლაზმის მქონე არტილერიული ჭურვები. მიიჩნევა, რომ ამგვარი ჭურვები გამოყენებული იქნება ტრადიციული სროლის მეთოდის იარაღებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.