Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვყნა გალაქტიკები შეჯახების ამსახველი შესანიშნავი ფოტოები - ფოტოზე მოცემულია ჰერკულესის თანავარსკვლავედის ორი გალაქტიკის შერწყმა. 

image.jpeg 

ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი კოდური სახელწოდებით NGC 6052. იგი მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 230 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით. 

დასახელებულ კოსმოსურ სტრუქტურას უილიამ ჰერშელი ჯერ კიდევ 1784 წელს აკვირდებოდა. თუმცა თავდაპირველად იგი შეცდომით იქნა აღქმული ერთ მთლიან გალაქტიკად. შემდგომი დაკვირვებების შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ რეალურად ობიექტი NGC 6052 - ორი გალაქტიკაა, რომლებიც შერწყმის ეტაპზე იმყოფებიან. 

წარმოდგენილი ფოტო მიღებულ იქნა ორბიტალური ტელესკოპის, „ჰაბლის (NASA/ESA Hubble Space Telescope) ბორტიდან. ფოტოგადაღების დროს გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Wide Field Camera 3 - კოსმოსური ობსერვატორიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა. 

image.jpeg 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რამოდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკასაც ელის შეჯახება: მიიჩნევა, რომ ადრე თუ გვიან იგი შეერწყმება ანდრომედას გალაქტიკას. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.