Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წლის დასაწყისში ჩინეთმა წარმატებით დასვა კოსმოსური აპარატი Change 4” მთვარის უკანა ბნელ მხარეზე, როვერმა გადაიღო უამრავი ფოტო და ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერიმენტი. ქვეყანას კიდევ ბევრი გრანდიოზული გეგმა აქვს კოსმოსის დაპყრობასთან დაკავშირებით - მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება მთვარეზე ახალი მთვარემავალის - Change 5”-ის გაგზავნა, ერთი წლის შემდეგ კი დაგეგმილია საკუთარი მარსმავლის შექმნა. ამგვარი გრანდიოზული მისიებისთვის საჭიროა ადამიანების გულმოდგინედ მომზადება, ამიტომ ჩინეთის ტერიტორიაზე გაიხსნა ბანაკი, რომელში მცხოვრები ადამიანებიც თავს წითელი პლანეტის პირველ სტუმრებად იგრძნობენ. 

image.jpeg 

ბანაკი განთავსებულია შორეულ უდაბნოში, პროვინცია ცინხაისგან მოშორებით. ახალი „პარკის“ წარმომადგენლების თქმით, ეს ადგილი საუკეთესოა ბანაკის დაარსებისთვის, რადგან იგი მეტნაკლებად მარსს წააგავს. ტერიტორია მაქსიმალურად მშრალია - მთელი წლის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა 16 მილიმეტრს არ აღემატება. 

ბანაკის ფართობი 300 კვადრატულ მეტრზე მეტია, იგი შედგება კოსმოსური აპარატებისთვის განკუთვნილი იმპროვიზებული დასაფრენი მოედნის და დახურული ტერიტორიისგან, სადაც მაცხოვრებლები ბინადრობენ. ბანაკში კარვებში საერთო ჯამში თავსება 160 ადამიანი, ამასთან ბანაკში მცხოვრებლები შეიძლება იყვნენ არა მარტო მეცნიერები, არამედ ჩვეულებრივი ტურისტებიც. 

ბანაკის მშენებლობას ცოტა დრო დასჭირდა - პროექტზე მუშაობა დაიწყო გასულ წელს. ცნობილია, რომ მასზე დაახლოებით 22 მლნ დოლარი დაიხარჯა. პროექტის მთავარი მიზანი იყო აჩვენოს მოსახლეობას - როგორი იქნება მარსული კოლონიები და რა პირობებში მოუწევთ კოლონისტებს იქ ცხოვრება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.