Jump to content

Recommended Posts

Posted

ობობის ქსელი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მასალაა თავის წონასთან მიმართებაში. ამასან, მას გააჩნია კიდევ ერთი უცნაური თვისება, რომელმაც შესაძოა მეცნიერებს საშუალება მისცეს - შექმნან ხელოვნური კუნთები. ელასტიური ბოჭკო, როგორც აღმოჩნდა, ძლიერად რეაგირებს ტენიანობის ცვალებადობაზე. ტენიანობის გარკვეულ ზღვარს ზემოთ იგი სწრაფად იკუმშება. 

image.jpeg 

მკვლევარებმა მცირე ხნის წინ აღმოაჩინეს ობობის ქსელის თვისება, რომელსაც სუპერკუმშვადობა დაარქვეს. წვრილი ბოჭკოები ტენიანობის ცვლილებისას არა მარტო იკუმშება, არამედ ეხვევა და იქმნება ძლიერი „მბრუნავი“ ძალა. 

„ჩვენ ეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ“ - აცხადებენ კვლევით ცენტრში. – „გვინდოდა შეგვესწავლა ტენიანობის ცვლილების გავლენა ობობის ქსელის dragline-ზე“. ამისათვის მკვლევარებმა ქსელზე ჩამოკიდეს ტვირთი და მოათავსეს კამერაში, სადაც ახდენდნენ ტენიანობის კონტროლს. „როდესაც ტენიანობა გავზარდეთ, ბოჭკოე დაკიდებულმა ტვირთმა ტრიალი დაიწყო. ამას არ მოველოდით“ -  აცხადებენ მეცნიერები. 

image.jpeg 

გუნდმა შეამოწმა სხვა მასალებიც, მაგალიად ადამიანის თმა, თუმცა ვერ აღმოაჩინა მასში ისეთი მბრუნავი ქმედება, როგორც ობობის ბოჭკოს შემთხვევაში. თუმცა პირველი მათგანის გამოყენება თეორიულად უკვე სცადეს ხელოვნურ კუნთების შექმნასთან დაკავშირებით. 

„ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს რობოტექნიკის საზოგადოებისთვის“ - აცხადებენ მეცნიერები - გულისხმობენ რა განსაზღვრული ტიპის სენსორებისა და საკონტროლო მოწყობილობების მართვის საშუალებას. „მოძრაობების მანიპულირება შესაძლებელია ტენიანობის კონტროლით“. 

მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, რომ მოახდინონ აღნიშნული თვისების კოპირება ცილებზე შექმნილ სინთეტიკურ ბოჭკოებში. 

image.jpeg 

ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა და მოლეკულური მოდელირების დახმარებით მეცნიერებმა განსაზღვრეს, როგორ მუშაობს ბრუნვის  მექანიზმი. აღმოჩნდა, რომ იგი ემყარება საშენი ცილის, გარკვეულ სახეობას ე.წ. „პროლინს“. ცდებმა აჩვენა, რომ სწორედ მისი სტრუქტურა განაპირობებს ბრუნვას.  

 „ცილას ბრუნვის სიმეტრიულობა გააჩნია. იგი შესაძლებელს ხდის მთელი რიგი ახალი მასალები შეიქმნას“ -  აცხადებენ კვლევით ჯგუფში. შესაძლებელია, რომ შეიმნას ახალი პოლიმერული მასალა, რომელსაც მსგავსი თვისება ექნება. 

„ქსელის შეკუმშვისა და ბრუნვის  უნიკალური უნარი შესაებელი გამოყენებულ იქნას მგრძობიარე მატერიალების შექმნისთვის. მისი გამოყენების პოტენციური სფეროები სხვადასხვაა: მსუბუქი რობოტებიდან და ტენიანობის სენსორებიდან დაწყებული - „ჭკვიანი“ ქსოვილისა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის რეგენერატორებით დამთავრებული“. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.