Magdalena Posted March 5, 2019 Posted March 5, 2019 ტელესკოპი WFIRST, რომლის გაშვებასაც NASA 2020 წლის შუა პერიოდში გეგმავს, ასტრონომებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ კიდევ 1400 ეგზოპლანეტა. ამ სიახლის შესახებ საუბარია ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში. Wide Field Infrared Survey Telescope (WFIRST) - ეს არის NASA-ს შემდეგი სამეცნიერო მისია, რომელიც ამოქმედდება კოსმოსური ტელესკოპის - JWST-ის შემდეგ. პროექტზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს, მისი მთლიანი ღირებულება დაახლოებით 3,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. WFIRST განკუთვნილია ორი ამოცანისთვის - იგი დაკავდება ამ დრომდე უცნობი ეგზოპლანეტების ძიებით გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, აგრეთვე დააკვირდება კოსმოსს და ეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ბუნება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი აპარატი შეძლებს ირმის ნახტომის სკანირებას იმაზე დიდი გაფართოებით, რაც ამ დრომდე მსგავსი მისიებისას განხორციელებულა. შედეგად შესაძლებელი იქნება გალაქტიკის სკანირება 100-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „ჰაბლის“ ტელესკოპი ახდენდა. „ახალი ტელესკოპი სხვა კოსმოსურ ტელესკოპებთან შედარებით ბევრად დიდი იქნება. WFIRST-ის უნიკალური კომბინაცია - ფართო თვალთახედვის არე და მაღალი გაფართოება - მას ეგზოპლანეტების ძიებისთვის ყველაზე მძლავრ „მონადირედ“ აქცევს. ამ დრომდე არსებულ ტელესკოპებს, მათ შორის „ჰაბლსა“ და „ჯეიმს უიებს“ (JWST) ამ თვისებებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ჰქონდათ“ - ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. NASA-მ გარკვეული პერიოდის წინ მიიღო გადაწყვეტილება - შეეწყვიტა კოსმოსური ტელესკოპის - „კეპლერის“ მისია და გამოერთო მოწყობილობა. მისი დახმარებით ცხრა წლის განმავლობაში მეცნიერებმა ორიათას ექვსასი პლანეტის არსებობის შესახებ შეიტყვეს. https://hightech.fm/2019/02/27/wfirst Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.