Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ტელესკოპი WFIRST, რომლის გაშვებასაც NASA 2020 წლის შუა პერიოდში გეგმავს, ასტრონომებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ კიდევ 1400 ეგზოპლანეტა. ამ სიახლის შესახებ საუბარია ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში. 

Wide Field Infrared Survey Telescope (WFIRST) - ეს არის NASA-ს შემდეგი სამეცნიერო მისია, რომელიც ამოქმედდება კოსმოსური ტელესკოპის - JWST-ის შემდეგ. პროექტზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს, მისი მთლიანი ღირებულება დაახლოებით 3,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. 

WFIRST განკუთვნილია ორი ამოცანისთვის - იგი დაკავდება ამ დრომდე უცნობი ეგზოპლანეტების ძიებით გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, აგრეთვე დააკვირდება კოსმოსს და ეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ბუნება. 

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი აპარატი შეძლებს ირმის ნახტომის სკანირებას იმაზე დიდი გაფართოებით, რაც ამ დრომდე მსგავსი მისიებისას განხორციელებულა. შედეგად შესაძლებელი იქნება გალაქტიკის სკანირება 100-ჯერ უფრო სწრაფა, ვიდრე „ჰაბლის“ ტელესკოპი ახდენდა. 

„ახალი ტელესკოპი სხვა კოსმოსურ ტელესკოპებთან შედარებით ბევრად დიდი იქნება. WFIRST-ის უნიკალური კომბინაცია - ფართო თვალთახედვის არე და მაღალი გაფართოება - მას ეგზოპლანეტების ძიებისთვის ყველაზე მძლავრ „მონადირედ“ აქცევს. ამ დრომდე არსებულ ტელესკოპებს, მათ შორის „ჰაბლსა“ და „ჯეიმს უიებს“ (JWST) ამ თვისებებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ჰქონდათ“ - ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

NASA-მ გარკვეული პერიოდის წინ მიიღო გადაწყვეტილება - შეეწყვიტა კოსმოსური ტელესკოპის - „კეპლერის“ მისია და გამოერთო მოწყობილობა. მისი დახმარებით ცხრა წლის განმავლობაში მეცნიერებმა ორიათას ექვსასი პლანეტის არსებობის შესახებ შეიტყვეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.