Magdalena Posted March 5, 2019 Posted March 5, 2019 ახალი ცნობების თანახმად კრიპტო ბირჟა QuadrigaCX, როგორც ჩანს, Ethereum-ის მნიშვნელოვან მარაგს სხვა ბირჟებზე ინახავდა. ამგვარი დასკვნები გაკეთდა ანგარიშში, რომელიც კრიპტოსავალუტო გამოძიებისა და კონსულტირების პლატფორმა ZeroNonCense-მა გამოაქვეყნა. პლატფორმამ ინფორმაცია მიიღო Kraken-ისა და MyCrypto-ს გენერალური დირექტორების - Jesse Powell-ისა Taylor Monahan-ისგან. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორი თვლის, რომ „არსებობს დიდი ალბათობა, რომ QuadrigaCX-ის კუთვნილი დაახლოებით 650 ათასი ETH შენახულ იქნა Kraken-ზე, Bitfinex-სა და Poloniex-ზე, QuadrigaCX-ის ფუნქციონირების დროს“. ანგარიშში ავტორი ირწმუნება, რომ ყველა ეს გადარიცხვა შემოწმებული და დამტკიცებულია, გადარიცხვის მომენტში კრიპტოვალუტების ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატებოდა. როგორც უკვე ვიცით, QuadrigaCX-ის დამფუძნებლის, Gerry Cotten-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა 190 მლნ CA - 145 მლნ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები. ZeroNonCense აცხადებს, რომ დამფუძნებლის ქვრივის ჩვენების თანახმად არც მან და არც სხვა პირმა არ იცოდა სად ინახავდა კოტენი კრიპტო აქტივებს - შესაძლოა, მათ არ იცოდნენ შენახვის ამ მეთოდის შესახებ. აუდიტის კომპანია Ernst & Young-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშში მტკიცდებოდა, რომ ბირჟის საფულეები ცარიელი იყო და მათ გამოყენება არ მომხდარა 2018 წლის აპრილის შემდეგ - ეს ყველაფერი შესაძლებელია აიხნას სწორედ იმით, რომ ბირჟის აქტივები სხვაგან ინახებოდა, ამაზე მიანიშნებს ZeroNonCense. მოხსენებაში გამოტანილია დასკვნა - თუკი QuadrigaCX-ის აქტივები ზემოთხსენებულ ბირჟებზეა, მათი მოძიება და უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება, შედეგად კი პლატფორმას საშუალება მიეცემა გახდეს გადახდისუნარიანი და აღადგინოს საქმიანობა. როგორც თებერვლის დასაწყისში Cointelegraph-მა გაახმაურა, ZeroNonCense-მა ძველად გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამტკიცებდა, რომ QuadrigaCX-ს არასოდეს ჰქონია 190 მილიონი Bitcoin-ში. ასევე თებერვალში გახმაურდა ცნობები, რომ კანადურმა ბანკებმა თავი შეიკავეს QuadrigaCX-ის გადახდის უუნარო აქტივების მართვისგან ფულის გათეთრების არსებობის საფრთხის გამო. https://cointelegraph.com/news/quadrigacx-reportedly-stored-eth-on-kraken-bitfinex-and-poloniex-research-finds 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.