Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ახალი ცნობების თანახმად კრიპტო ბირჟა QuadrigaCX, როგორც ჩანს, Ethereum-ის მნიშვნელოვან  მარაგს სხვა ბირჟებზე ინახავდა. ამგვარი დასკვნები გაკეთდა ანგარიშში, რომელიც კრიპტოსავალუტო გამოძიებისა და კონსულტირების პლატფორმა ZeroNonCense-მა გამოაქვეყნა. პლატფორმამ ინფორმაცია მიიღო Kraken-ისა და MyCrypto-ს გენერალური დირექტორების - Jesse Powell-ისა Taylor Monahan-ისგან. 

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორი თვლის, რომ „არსებობს დიდი ალბათობა, რომ QuadrigaCX-ის კუთვნილი დაახლოებით 650 ათასი ETH შენახულ იქნა Kraken-ზე, Bitfinex-სა და Poloniex-ზე, QuadrigaCX-ის ფუნქციონირების დროს“. ანგარიშში ავტორი ირწმუნება, რომ ყველა ეს გადარიცხვა შემოწმებული და დამტკიცებულია, გადარიცხვის მომენტში კრიპტოვალუტების ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატებოდა. 

როგორც უკვე ვიცით, QuadrigaCX-ის დამფუძნებლის, Gerry Cotten-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა 190 მლნ CA - 145 მლნ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები. 

ZeroNonCense აცხადებს, რომ დამფუძნებლის ქვრივის ჩვენების თანახმად არც მან და არც სხვა პირმა არ იცოდა სად ინახავდა კოტენი კრიპტო აქტივებს - შესაძლოა, მათ არ იცოდნენ შენახვის ამ მეთოდის შესახებ. 

აუდიტის კომპანია Ernst & Young-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშში მტკიცდებოდა, რომ ბირჟის საფულეები ცარიელი იყო და მათ გამოყენება არ მომხდარა 2018 წლის აპრილის შემდეგ - ეს ყველაფერი შესაძლებელია აიხნას სწორედ იმით, რომ ბირჟის აქტივები სხვაგან ინახებოდა, ამაზე მიანიშნებს ZeroNonCense. 

მოხსენებაში ამოტანილია დასკვნა - თუკი QuadrigaCX-ის აქტივები ზემოთხსენებულ ბირჟებზეა, მათი მოძიება და უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება, შედეგად კი  პლატფორმას საშუალება მიეცემა გახდეს გადახდისუნარიანი და აღადგინოს საქმიანობა. 

როგორც თებერვლის დასაწყისში Cointelegraph-მა გაახმაურა, ZeroNonCense-მა ძელად გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამტკიცებდა, რომ QuadrigaCX-ს არასოდეს ჰქონია 190 მილიონი Bitcoin-ში. ასევე თებერვალში გახმაურდა ცნობები, რომ კანადურმა ბანკებმა თავი შეიკავეს QuadrigaCX-ის გადახდის უუნარო აქტივების მართვისგან ფულის გათეთრების რსებობის საფრთხის გამო. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.