Magdalena Posted March 4, 2019 Posted March 4, 2019 ბოლო პერიოდში Tesla-მ არსებითი ცვლილებები შეიტანა თავის საქმიანობაში. კომპანიამ შეამცირა მომსახურე პერსონალი, დაიწყო თავისი საცალო სავაჭრო მაღაზიების უმრავლესობის დახურვა (აქცენცი გადაიტანა ონლაინ-გაყიდვებზე), გაზარდა ფასი დამტენ სადგურებზე და რაც ყველაზე მთავარია - დაიწყო 35 ათას დოლარიანი Model 3-ის საბაზისო მოდელის გაყიდვა. ყველა ეს ქმედება წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის სურვილის შედეგს - შემცირდეს კომპანიის ხარჯები და გაიზარდოს მოგება. ამავე მიზნით კომპანიამ გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეამციროს ფასები თავის მაღალი კლასის ელექტრომობილებზე - Model S-სა და Model X-ზე, რათა ისინი უფრო მიმზიდველი გახადოს და იმატოს გაყიდვების მოცულობამ. ამ ელექტრომობილების ვერსიები, რომლებიც ამ დრომდე 96 ათას დოლარზე მეტი ღირდა, ამის მერე გაიყიდება 83-88 ათას დოლარად. გარდა ამისა, Performance-ვარიანტები 13 ათასი დოლარით გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ Performance Model S-ისა და X-ის ღირებულება ამიერიდან 112 და 117 ათასის ნაცვლად იქნება 99 და 104 ათასი დოლარი, შესაბამისად. ცხადია, ამ ელექტრომობილებს კვლავ ვერ ვუწოდებთ აშშ-ის საშუალო დონის მყიდველებისთვის ხელმისაწვდომს, თუმცა ფასების ამგვარი კლება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გაიზარდოს იმ პოტენციური კლიენტების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის ელექტრომობილების შეძენით. ასევე, ელიტური ფუნქცია Ludicrous Mode-იც გაიაფდა და ახლა იგი 20 ათასი დოლარის ნაცვლად 15 ათასი დოლარი ღირს. https://3dnews.ru/983671 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.