Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პერიოდში Tesla-მ არსებითი ცვლილებები შეიტანა თავის საქმიანობაში. კომპანიამ შეამცირა მომსახურე პერსონალი, დაიწყო თავისი საცალო სავაჭრო მაღაზიების უმრავლესობის დახურვა (აქცენცი გადაიტანა ონლაინ-გაყიდვებზე), გაზარდა ფასი დამტენ სადგურებზე და რაც ყველაზე მთავარია - დაიწყო 35 ათას დოლარიანი Model 3-ის საბაზისო მოდელის გაყიდვა. 

image.jpeg 

ყველა ეს ქმედება წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის სურვილის შედეგს - შემცირდეს კომპანიის ხარჯები და გაიზარდოს მოგება. ამავე მიზნით კომპანიამ გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეამციროს ფასები თავის მაალი კლასის ელექტრომობილებზე - Model S-სა და Model X-ზე, რათა ისინი უფრო მიმზიდველი გახადოს და იმატოს გაყიდვების მოცულობამ. 

მ ელექტრომობილების ვერსიები, რომლებიც ამ დრომდე 96 ათას დოლარზე მეტი ღირდა, ამის მერე გაიყიდება 83-88 აას დოლარად. გარდა ამისა, Performance-ვარიანტები 13 ათასი დოლარით გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ Performance Model S-ისა და X-ის ღირებულება ამიერიდან 112 და 117 ათასის ნაცვლად იქნება 99 და 104 ათასი დოლარი, შესაბამისად. 

image.jpeg 

ცხადია, ა ელექტრომობილებს კვლავ ვერ ვუწოდებთ  აშშ-ის საშუალო დონის მყიდველებისთვის ხელმისაწვდომს, თუმცა ფასების ამგვარი კლება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გაიზარდოს იმ პოტენციური კლიენტების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის ელექტრომობილების შეძენით. ასევე, ელიტური ფუნქცია Ludicrous Mode-იც გაიაფდა და ახლა იგი 20 ათასი დოლარის ნაცვლად 15 ათასი დოლარი ღირს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.