Magdalena Posted March 2, 2019 Posted March 2, 2019 2016 წელს Model 3-ის წარდგენისას Tesla-მ პირობა დადო, რომ ეს ელექტრომობილი 35 ათას დოლარად იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა ამ დრომდე დამკვეთებს სთავაზობდნენ მნიშვნელოვნად მეტი ღირებულების მქონე მანქანებს. ამჯერად კი კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება 35 ათას დოლარიან ელექტრომობილებზე. 35 ათას დოლარად შეფასებულ Model 3-ს უკანა წამყვანი თვლები აქვს. ერთ დატენვაზე შეუძლია დაახლოებით 350 კილომეტრის გავლა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის საჭიროა 5,6 წამი. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ს აღწევს. 35 ათას დოლარად (თანხის დამატების გარეშე) შესაძლებელია მხოლოდ შავი ფერის Model 3-ის შეძენა. სხვა შეფერილობის ელექტრომობილების ღირებულება იმატებს თვითღირებულებაზე დამატებით 1500-დან 2500 დოლარამდე. ავტოპილოტის ფუნქციისთვის Tesla დამატებით 3 ათას დოლარს ითხოვს. მაგისტრალებზე გამოსაყენებელი ავტონომიური მართვის სისტემა კიდევ 5 ათასი დოლარი ღირს, თანაც, თუკი მომხმარებელი ამ ფუნქციას მანქანის მიწოდების შემდეგ შეუკვეთავს, ფასი უკვე 7 ათასი იქნება. ამგვარად, ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია მნიშვნელოვნად ზრდის საბაზისო ღირებულებას. ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სამომავლოდ კომპანია Tesla გამოუშვებს კიდევ უფრო იაფ ელექტრომობილებს, რომელთა ღირებულებაც 35 ათასს ქვემოთ იქნება. ამის განხორციელება დაახლოებით 2-3 წელში იგეგმება. სამომავლო ელექტრომობილების შესახებ რაიმე სახის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://3dnews.ru/983617 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.