Jump to content

Recommended Posts

Posted

2016 წელს Model 3-ის წარდგენისას Tesla-მ პირობა დადო, რომ ეს ელექტრომობილი 35 აას დოლარად იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა ამ დრომდე დამკვეთებს სთავაზობდნენ მნიშვნელოვნად მეი ღირებულების მქონე მანქანებს. ამჯერად კი კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება 35 ათას დოლარიან ელექტრომობილებზე. 

image.jpeg 

35 ათას დოლარად შეფასებულ Model 3-ს უკანა წამყვანი თვლები აქვს. ერთ დატენვაზე შეუძლია დაახლოებით 350 კილომეტრის გავლა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე  სიჩქარის განვითარებისვის საჭიროა 5,6 წამი. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ს აღწევს. 

35 ათას დოლარად (თანხის დამატების გარეშე) შესაძებელია მხოლოდ შავი ფერის Model 3-ის შეძენა. სხვა შეფერილობის ელექტრომობილების ღირებულება იმატებს თვითღირებულებაზე დამატებით 1500-დან 2500 დოლარამდე. 

image.jpeg 

ავტოპილოტის ფუნქციისთვის Tesla დამატებით 3 ათას დოლარს ითხოვს. მაგისტრალებზე გამოსაყენებელი ავტონომიური მართვის სისტემა კიდევ 5 ათასი დოლარი ღირს, თანაც, თუკი მომხმარებელი ამ ფუნქციას მანქანის მიწოდების შემდეგ შეუკვეთავს,  ფასი უკვე 7 ათასი იქნება. 

ამგვარად, ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია მნიშვნელოვნად ზრდის საბაზისო ღირებულებას. 

ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სამომავლოდ კომპანია Tesla გამოუშვებს კიდევ უფრო იაფ ელექტრომობილებს, რომელთა ღირებულებაც 35 ათასს ქვემოთ იქნება. ამის განხორციელება დაახლოებით 2-3 წელში იგეგმება. სამომავლო ელექტრომობილების შესახებ რაიმე სახის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.