Jump to content

Recommended Posts

Posted

ავტომატურმა მარსმავალმა მიაღწია დანიშნულების მორიგ პუნქტს, რომელიც მარსის შესწავლის მისიის ერთ-ერთ დავალებას წარმოადგენს. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს აეროკოსმოსური სააგენტო NASA. 

image.jpeg 

საუბარია რეგიონზე - Glenn Torridon, რომელსაც ეს სახელი ეწოდა შოტლანდიის ერთ-ერთი, ულამაზესი პეიზაჟებით ცნობილი რეგიონის პატივსაცემად. 

NASA აღნიშნავს, რომ როვერი Curiosity ახალი ტიპის გრუნტზე სამოძრაოდ გადავიდა - იგი თიხისმაგვარ ზედაპირზე მოძრაობს. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Glenn Torridon-ის რეგიონში არსებულ ნიადაგს მოყვითალო შეფერილობა აქვს. 

გამოქვეყნებული ფოტოები 10 ებერვალს იქნა მიებული. ფოტოგადაღებისას გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Mast Camera (Mastcam). 

image.jpeg 

Curiosity-მ მარსზე ყოფნის მეშვიდე წელი აღნიშნა: აპარატი წითელ პლანეტაზე გაიგზავნა 2011 წლის 26 ნოემბერს, მარსის ზედაპირზე დაშვება კი განხორციელდა 2012 წლის 6 აგვისტოს. ეს რობოტი - Curiosity - ყველაზე დიდი და მძიმე პლანეტათმავალია, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. 

image.jpeg 

თავდაპირველად როვერის სამუშაო ხანგრძლივობად მიჩნეული იყო ერთი მარსული წელიწადი (686 დედამიწური წელი), თუმცა რობოტი დღემდე აგრძელებს წიელი პლანეტის შესწავლას მიუხედავად იმისა, რომ მის ბორტზე ხშირად ადგილი აქვს შეფერხებებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.