Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Boeing-ს უამრავი პერსპექტიული პროექტი აქვს, ერთ-ერთია პლატფორმა Airpower Teaming System, რომელზეც აეწყობა ავტონომიური ავიაგამანადგურებლები. უკვე ცნობილია, რომ მის ბაზაზე აწყობილი პირველი მოქმედი უპილოტო აპარატი იქნება Loyal Wingman. იგი საფრენად მზად იქნება 2020 წელს. პროექტი შემუშავებულ იქნა ავსტრალიის ავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. 

image.jpeg 

უპილოტო თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელი იქნება დაზვერვისა და შეტევისთვისაც. ცნობილია, რომ ავტონომიური მშაობა უზრუნველყოფილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც შესაძლებელი დაპროგრამდეს ნებისმიერი მისიის შესრულებაზე. ინტელექტუალური სისტემა აგრეთვე სასარგებლო იქნება უპილოტ თვითმფრინავსა და სხვა თვითმფრინავებს შორის მანძილის შესანარჩუნებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მასში პილოტი არ იჯდება, აპარატს გაცილებით შორი მანძლის ფრენა შეუძლია - 3700 კილომეტრზე მეტი. 

Boeing-ის წარმომადგენლები არ ახმაურებენ, რა თანხა დაჯდა ახალი აპარატის აწყობა, თუმცა აცხადებენ, რომ უპილოტო ავიაგამანადგურებელი გაცილებით იაფია მის პილოტიან ანალოგთან შედარებით. კორპორაცია გეგმავს გამოუშვას ასეთი ავიაგამანადგურებლები მხოლოდ შეკვეთით, ამავე დროს თანახმაა ავტონომიური თვითმფრინავი აღჭურვოს დამატებითი შეიარაღებით - დამკვეთის სურვილისამებრ. 

უპილოტო თვითმფრინავზე სავარაუდოდ დიდ მოთხოვნა იქნება, რადგან მისი გაგზავნა შესაძლებელია სახიფათო დავალებებზე ისე, რომ პილოტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იქნება. თუმცა Boeing-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს. მაგალითად, 2015 წელს კომპანია Lockheed Martin-მა დაიწყო უპილოტო ავიაგამანადგურებლის აწყობა F-16 Fighting Falcon-ის ბაზაზე. 

Boeing-ს სხვა საინტერესო პროექტებიც აქვს. ამჟამად იგი კომპანია Aerion-თან ერთად მუშაობს ზებგერითი ბიზნეს-ჯეტის (უპილოტო თვითმფრინავი) აწყობაზე. Aerion AS2-ის კომერციული წარმოება 2023 წლისთვისაა ჩანიშნული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.