Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა, აი უკვე მერამდენედ ანახლებს მონიტორების სერია Designo-ს. ამჯერად, მასში შევიდნენ მოდელი ML229H (ეკრანის დიაგონალით 21,5 დუიმი) და ML239H (23 დუიმი), რომლებიც დაფუძნებულნი არიან IPS პანელების ბაზაზე და ასევე VA-თი (Vertical Alignment)აღჭურვილი ML249H (24').

სამივე პროდუქტი თავს იწონებს შავი პრიალა პანელით, თხელი პროფილითა და წრის ფორმის მქონე საფირმო სადგამით. გარდა ამისა, მათ მიიღეს ახალი Eco-Mode სამუშაო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც, მონიტორების ენერგომოხმარება შემცირებულია 55%-ით.

aa1a3b3be03c.jpg

7c370803c7d9.jpg

სამივე ნაწარმის მახასიათებლების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსია. მაგალითად, ყველა მათგანის გაფართოება შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს, სიკაშკაშის დონე - 250 კდ/კვ.მ, დინამიური კონტრასტულობა - 50 000 000:1, ხედვის კუთხეები - 178O ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. თუმცა არსებობს მცირე განსხვავებებიც. უფროსი მოდელის სტატიკური კონტრასტულობის მაჩვენებელი არის 3000:1, ხოლო გამოხმაურების დრო კი 8 მ/წმ (Grey-to-Grey რეჟიმში). ორი დანარჩენი მონიტორისათვის კი, ეს პარამეტრებია 1000:1 და 5 მ/წმ. სამივე პროდუქტი აღჭურვილია HDMI 1.3 და D-Sub ინტერფეისის პორტებით.

სამწუხაროდ, კომპანია არ ავრცელებს ინფორმაციას გამოსვლის თარიღსა და ღირებულებებზე.

  • Upvote 3
  • 8 months later...
Posted

აუფ როდინდელი ნიუსია არ მქონდა ნანახი :D ვიდზე კარგი მონიტორია ისე

Posted

ეს საიდან გამოჩხრიკე ლევან?

ისე ჩემი მონიტორის ღვიძლი ბიძაშვილი :givi:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.