X-treme user Posted March 11, 2011 Posted March 11, 2011 კომპანია ASUS-მა, აი უკვე მერამდენედ ანახლებს მონიტორების სერია Designo-ს. ამჯერად, მასში შევიდნენ მოდელი ML229H (ეკრანის დიაგონალით 21,5 დუიმი) და ML239H (23 დუიმი), რომლებიც დაფუძნებულნი არიან IPS პანელების ბაზაზე და ასევე VA-თი (Vertical Alignment)აღჭურვილი ML249H (24'). სამივე პროდუქტი თავს იწონებს შავი პრიალა პანელით, თხელი პროფილითა და წრის ფორმის მქონე საფირმო სადგამით. გარდა ამისა, მათ მიიღეს ახალი Eco-Mode სამუშაო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც, მონიტორების ენერგომოხმარება შემცირებულია 55%-ით. სამივე ნაწარმის მახასიათებლების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსია. მაგალითად, ყველა მათგანის გაფართოება შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს, სიკაშკაშის დონე - 250 კდ/კვ.მ, დინამიური კონტრასტულობა - 50 000 000:1, ხედვის კუთხეები - 178O ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. თუმცა არსებობს მცირე განსხვავებებიც. უფროსი მოდელის სტატიკური კონტრასტულობის მაჩვენებელი არის 3000:1, ხოლო გამოხმაურების დრო კი 8 მ/წმ (Grey-to-Grey რეჟიმში). ორი დანარჩენი მონიტორისათვის კი, ეს პარამეტრებია 1000:1 და 5 მ/წმ. სამივე პროდუქტი აღჭურვილია HDMI 1.3 და D-Sub ინტერფეისის პორტებით. სამწუხაროდ, კომპანია არ ავრცელებს ინფორმაციას გამოსვლის თარიღსა და ღირებულებებზე. IXBT 3
Barca Posted November 27, 2011 Posted November 27, 2011 აუფ როდინდელი ნიუსია არ მქონდა ნანახი ვიდზე კარგი მონიტორია ისე
kloud Posted November 27, 2011 Posted November 27, 2011 ეს საიდან გამოჩხრიკე ლევან? ისე ჩემი მონიტორის ღვიძლი ბიძაშვილი :givi:
მიშა Posted November 27, 2011 Posted November 27, 2011 ამასობაში ფასებიც გამოჩნდა ML249 ღირს 210$, ML239 კი 187$
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now