Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm Technologies-მა გამოფენა MWC 2019-ზე წარადგინა პლატფორმა Robotics RB3 - თავისი პირველი კომპლექსური ინტეგრირებული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის რობოტების შექმნისთვის. 

პლატფორმაში გაერთიანებულია აპარატული და პროგრამული კომპონენტები, აგრეთვე ინსტრუმენტები მწარმოებლებისთვის. Robotics RB3 პლატფორმის ბაზაზე შესაძლებელი იქნება ინტელექტუალური რობოტების დაპროექტება. 

მთავარ გადაწყვეტილებას წარმოადგენს „სისტემა ჩიპზე“ - Qualcomm SDA845/Qualcomm SDM845. მოწყობილობა შეიცავს რვა  Kryo 385 ბირთვ ტაქტის სიხშირით 2,8 გიგაჰერცამდე. ჩიპი დამზადებული 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

ვიდეოქვესისტემაში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 630. პლატფორმაში მოცემულია გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 280. რობოტების აღჭურვა შესაძლებელია ორი 16-16 მეგაპიქსელიანი კამერით ან ერთი 32 მეგაპიქსელიანი ოდინარული კამერით. 

ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine უზრუნველყოფს მანქანური სწავლებისა და კომპიუტერული ხედვის ფუნქციებს. რეალიზებულია თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების - GPS, GLONASS, Beidou, Galileo, QZSS, SBAS მხარდაჭერა. 

image.jpeg 

 

საკომუნიკაციო შესაძლებლობებზე პასუხისმგებელია ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11ac Wave 2 და Bluetooth 5.0, აგრეთვე მოდემი 4G/LTE. სამომავლოდ იგეგმება 5G ქსელის მხარდაჭერაც. 

Qualcomm Robotics RB3-ის გამოყენება შესაძლებელია საწარმოო, კომერციული და სამომხმარებლო რობოტების წარმოებისთვის - დაწყებული დიდგაბარიტებიანი სისტემებიდან - პატარა დრონებით დამთავრებული. ახალი პლატფორმის ბაზაზე აწყობილი პირველი სისტემები მიმდინარე წელსვე გამჩნდება. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.