Jump to content

Recommended Posts

Posted

ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდეგ ადამიანების წინაშე დადგა მნიშვნელოვანი ამოცანა - ძველი საბრძოლო მასალების უტილიზაცია. ამ დრომდე კაცობრიობამ ვერაფერი მოიგონა იმაზე უკეთესი, რომ უბრალოდ დაწვას, მიწაში დამარხოს ან ზღვაში ჩაყაროს მოძველებული მასალა. ამგვარი მიდგომა კი მეტისმეტად აზიანებს ბუნებას. ამიტომ მეცნიერები მუდმივად ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს. Sandia National Laboratories-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს უტილიზაციის ახალი მეთოდი - საბრძოლო მასალების დემონტაჟისა და ლითონების ხელმეორედ გამოყენებისთვის გადარჩევა რობოტების დახმარებით განხორციელდება. 

image.jpeg 

ამ დავალების შესრულებისთვის მეცნიერებმა შექმნეს ცხრა რობოტი, რომლებსაც ლითონის უზარმაზარი ხელები აქვთ. ესენი სტანდარტული კომერციული მოდელებია, რომლებიც მომართულია საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფისკენ. რობოტები აგრეთვე ცალკე გამოარჩევენ ალუმინს, ფოლადს და სპილენძს გადამუშავებისა და ხელმეორედ გამოყენებისთვის. 

დემონტაჟის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელის, ბილი პრენტისის თქმით, მთავარ სირთულეს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ საბრძოლო მასალები 30 წელზე მეტი ხნისაა და მათ შესაძოა ჰქონდეს სახიფათო დეფექტები, ამიტომ რობოტების მხრიდან საჭიროა უკიდურესი სიზუსტე, ასევე მათი მუდმივი კონტროლი ოპერატორებისგან. თუკი რობოტებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ისინი ექსპერტებს აცნობებენ და ადამიანები თავიანთ თავზე აიღებენ სამუშაოს. 

image.jpeg 

უტილიზაციისთვის განკუთვნილი სამხედრო მასალების შემადგენლობაში შედის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რომლებიც ცივი ომის დროს შეიქმნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ. ეს მასალები გადამუშავების ცხრა ეტაპს გაივლიან. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.