Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Cayman Alternative Investment Summit (CAIS) 2019-ის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინვესტორები თვლიან - კრიპტოვალუტები, როგორც აქტივების სახეობა, ფინანსურ „ბუშტს“ (Bubble) წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნა პრეს-რელიზში და გავრცელდა Cointelegraph-ის მიერ. 

გამოკითხვისთვის მოსამზადებლად, როგორც ცნობილია, მკვლევარებმა შეისწავლეს დაახლოებით 100 ალტერნატიული ინვესტორი და მენეჯერი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ CAIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში 2019 წლის 6-დან 9 თებერვლამდე. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული ინვესტორების 45% ციფრულ ვალუტას მიიჩნევს იმ სახის აქტივად, რომელიც ამ დროისთვის Bubble-ს წარმოადგენს. რესპონდენტთა 20%, 19% და 16 % თვლის, რომ აშშ-ის აქციები, ექსპლუატაციაში მყოფი სესხები და კერძო კრედიტები Bubble-ია, შესაბამისად. 

ტექნოლოგიურ ცვლილებეთან დაკავშირებულ კითხვაზე - თუ რომელი მათგანი მოახდენს ბაზარზე გავლენას, გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა დაასახელა ავტომატიზაცია და მანქანური სწავლება, 38% კი თვლის, რომ მსოფლიოზე უდიდეს გავლენას ბლოკჩეინი მოახდენს. 

მიმდინარე თვეში Bitwise Asset Management-ის გლობალური კვლევის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა და ETF.com-ის პრეზიდენტმა Matt Hougan-მა განაცხადა, რომ არსებობს ბევრი რა, რასაც იგი უწოდებს ნეგატიური აქტივობის „გამორკვევას“ კრიპტოინდუსტრიაში. ამავე დროს Hougan-მა აღნიშნა, რომ იგი „უფრო მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი კრიპტო აქტივების მიმართ, ვიდრე ბლოკჩეინის“. 

Bloomberg-თან ინტერვიუში Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და კრიპტო ბანკ  Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა Mike Novogratz-მა ივარაუდა, რომ კრიპტო სამყაროში ახალი ბუშტი არ წარმოიშვება და Bitcoin-ის სავარაუდო საშუალო ფასად 8 ათასი დოლარი იწინასწარმეტყველა. კრიპტო სამყაროსთვის მძიმედ გადატანილი ზამთრის მაგალითზე მან აღნიშნა, რომ წინა წელმა გვანახა, თუ რამდენად მტკივნეულია ფინანსური ბუშტის გასკდომა კრიპტო საზოგადოებისთვის.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.