Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად მათი სიმარტივისა, ბაქტერიები მეტად ეშმაკურ სტრატეგიებს იყენებენ თვითგადარჩენისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ გადავიდნენ ძილის რეჟიმში, რათა დაელოდონ საფრთხის გადავლას. ან საკუთარი თავი გაწირონ თავიანთი კოლონიის გადასარჩენად. როგორც აღმჩნდა, აქტიური და პასიური რეჟიმების გარდა ბაქტერიებს სხვა სახის მდგომარეობაც გააჩნიათ, რომელიც ზომბების ქცევას მოგვაგონებს - ცოცხალია ბუნებრივი ინსტინქტი. ეს რეჟიმი მათ ეხმარება წყნარად გაძლონ ხანგრძლივი პერიოდი საკვების გარეშე, თუმცა ამავე დროს შეინარჩუნონ გამრავლების შესაძლებლობა. 

image.jpeg 

აღმოჩენილი მდგომარეობისას ბაქტერიებშ მეტაბოლური პროცესები შენელებულად მიმდინარეობს. ამ ახალი სტრატეგიის შესახებ ცნობილი გახდა უვნებელი ბაქტერიის - Bacillus subtilis-ის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, ექსტრემალური პირობებისას გადადის უმოქმედო მდგომარეობაში და ენდოსპორად გარდაიქმნება. ბაქტერიის ზოგიერთი მუტირებული ფორმა კი ბოლომდე „მიძინებული“ არ არის - სწორედ ეს გახდა შესწავლის მიზეზი. 

ბიოლოგების გუნდმა აშკარა სხვაობა შენიშნა აქტიურ და პასიურ რეჟიმებსა და რეჟიმ “ზომბის“ შორის: როგორც წესი, ბაქტერია Bacillus subtilis ჩხირის ფორმისაა, თუმცა შემჩნეულ იქნა, რომ მშიერი მუტირებული ვარიანტები სფეროსებრ ფორმამდე იკუმშებიან. მათ შიგნით მიმდინარე ყველა პროცესი ნელდება, თუმცა ბოლომდე არ წყდება. ბაქტერიები გამრავლებას განაგრძობენ, თუმცა არა ორმოც წუთში ერთხელ, არამედ ყოველ მეოთხე დღეს, ე.ი. ასჯერ უფრო ნელა აქტიურ რეჟიმთან შედარებით. 

ამ ახალმა მდგომარეობამ სახელად მიიღო ოლიგოტროფიული ზრდა, რაც ნიშნავს განვითარებას საკვები ნივთიერებების სიმცირის დროს. მეცნიერები მეტად შეშფოთდნენ, რადგან ამგვარ მდგომარეობაში ბაქტერიები ნაკლებად ექვემდებარებიან ანტიბიოტიკების ზემოქმედებას. თუკი ამგვარ რეჟიმში გადასვლას უფრო საშიში მიკრობები შეძლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ სტრატეგიას თავდაცვითი მიზნით გამოიყენებენ. თუმცა სიახლეს დადებითი მხარე აქვს - ამ მდგომარეობის შესწავლის შედეგად მკვლევარები შეძლებენ შექმნან უფრო ეფექტური მედიკამენტები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.