Magdalena Posted February 25, 2019 Posted February 25, 2019 ბოლო პერიოდში Tesla-ს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ელექტრომობილების წარმოებაში. მათ შორის Model 3-ის ევროპაში მიწოდებაც ლოჯისტიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, Tesla-ს ელექტრომობილებს აქვთ განსაკუთრებულობა, რომლის წყალობითაც ისინი კვლავ მაღალი შეფასებით ხასიათდება, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა: ელექტრომობილები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით. ეს თვისება, რომელიც მომგებიანობის თვალსაზრისით გამოარჩევს Tesla-ს ელექტრომობილებს კონკურენტებისგან, დადასტურებულ იქნა ტესტებით, რომელიც გერმანულმა კომპანია Nextmove-მა ჩაატარა. ტესტირების არეალისთვის გამოყოფილი იყო 87 კილომეტრის სიგრძის ავტობანი ლანდსჰუთსა და მიუნჰენის აეროპორტს შორის. შერჩეულ იქნა მოდელები: Audi e-tron, რომლის ოფიციალური მიწოდებაც ჯერ დაწყებული არ არის; Tesla Model X 90D – 90 კვტ/სთ ბატარეით და Jaguar I-Pace - ასევე 90 კვტ/სთ ბატარეით. ელექტრომობილები მოძრაობდნენ საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით. Nextmove-ის ტესტირების შედეგად Model X პირველ ადგილზე გავიდა და შესანიშნავი უპირატესობა აჩვენა კონკურენტებთან შედარებით: „პირდაპირი შედარებისას Model X-მა საუკეთესო შედეგები აჩვენა. ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი დაფიქსირდა 24,8 კვტ/სთ 100 კილომეტრზე. Audi e-tron-ის მაჩვენებელი იყო 30,5 კვტ/სთ, Jaguar I-Pace-ის კი - 30,5 კვტ/სთ. ამ უკანასკნელის მაჩვენებელი 26%-ით მეტი იყო Model X-ის მაჩვენებელზე. I-Pace-ის მაღალ ენერგომოხმარებას Model X-თან შედარებით ადასტურებს Nextmove-ის წინა ტესტებიც“ - განაცხადა ტესტირების ორგანიზატორმა. ფოტოებზე მოყვანილი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ Tesla-ს გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება კვებისთვის. Nextmove-მა Tesla Model X100D ელექტრომობილი აგრეთვე გამოიყენა იმისათვის, რომ ეჩვენებინა - 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა რამდენს გაივლიდა ბატარეის ერთი სრული დამუხტვით. https://3dnews.ru/983273 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.