Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პერიოდში Tesla-ს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ელექტრომობილების წარმოებაში. მათ შორის Model 3-ის ევროპაში მიწოდებაც ლოჯისტიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. 

image.jpeg 

თუმცა, Tesla- ელექტრომობილებს აქვთ განსაკუთრებულობა, რომლის წყალობითაც ისინი კვლავ მაღალი შეფასებით ხასიათდება, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა: ელექტრომობილები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით. ეს თვისება, რომელიც მომგებიანობის თვალსაზრისით გამოარჩევს Tesla- ელექტრომობილებს კონკურენტებისგან, დადასტურებულ იქნა ტესტები, რომელიც გერმანულმა კომპანია Nextmove-მა ჩაატარა. 

image.jpeg 

 

 

ტესტირების არეალისთვის გამოყოფილი იყო 87 კილომეტრის სიგრძის ავტობანი ლანდსჰუთსა და მიუნჰენის აეროპორტს შორის. შერჩეულ იქნა  მოდელები: Audi e-tron, რომლის ოფიციალური მიწოდებაც ჯერ დაწყებული არ არის; Tesla Model X 90D – 90 კვტ/სთ ბატარეით და Jaguar I-Pace - ასევე 90 კვტ/სთ ბატარეით. ელექტრომობილები მოძრაობდნენ საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით.  

Nextmove-ის ტესტირების შედეგად Model X პირველ ადგილზე გავიდა და შესანიშნავი უპირატესობა აჩვენა კონკურენტებთან შედარებით: 

„პირდაპირი შედარებისას Model X-მა საუკეთესო შედეგები აჩვენა. ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი დაფიქსირდა 24,8 კვტ/სთ 100 კილომეტრზე. Audi e-tron-ის მაჩვენებელი იყო 30,5 კვტ/სთ, Jaguar I-Pace-ის კი - 30,5 კვტ/სთ. ამ უკანასკნელის მაჩვენებელი 26%-ით მეტი იყო Model X-ის მაჩვენებელზე. I-Pace-ის მაღალ ენერგომოხმარებას Model X-თან შედარებით ადასტურებს Nextmove-ის წინა ტესტებიც“ - განახადა ტესტირების ორგანიზატორმა. 

ფოტოებზე მოყვანილი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ Tesla-ს გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება კვებისთვის. 

image.jpeg 

Nextmove-მა Tesla Model X100D ელექტრომობილი აგრეთვე გამოიყენა იმისათვის, რომ ეჩვენებინა - 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა რამდენს გაივლიდა ბატარეის ერთი სრული დამუხტვით. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.