Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო მეტ კვლევას ატარებენ ე.წ. მეტამატერიალების შექმნის სფეროში. არსობრივად, მეტამატერიალები - ეს არის მასალები, რომელთა უნიკალური თვისებები განპირობებულია პირველ რიგში არა იმ ნივთიერებებით, რომლებითაც შედგებიან, არამედ ხელოვნურად შექმნილი შიდა სტრუქტურით, რომელიც მათ უჩვეული მახასიათებლებს ანიჭებს. მცირე ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა შენეს კიდევ ერთი მეტამასალ, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის შეცვლა. გარემოპირობების მიხედვით მას შეუძლია იყოს ფოლადივით მტკიცე ან პლასტელინივით რბილი და მოქნილი. 

image.png 

Science Advance-ის ჟურნალისტების ინფორმაციით მეტამასალა შექმნეს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ახალი სტრუქტურის კლასს მათ უწოდეს FRMM - Field Responsive Mechanical Metamaterials: “(მაგნიტური) ველის მხედვით რეგულირებადი მექანიკური მეტამატერიალები“. 

მასალის უნიკალურობა პირველ რიგში გამოხატულია დამზადების პროცესით. შიდა მოწყობილობა წარმოადგენს 3D-პრინტერზე დაბეჭდილ მოქნილი პლასტმასის მიკრომილების ბადეს. თითოეული მიკრომილი 5 მილიმეტრი სიგრძისაა. მილებში მოთავსებულია რკინის ნაწილაკების შემცველი რბილი მასალა. ამის წყალობით ბუნებრივ მდგომარეობაში მასალა მოქნილი რჩება. ხოლო თუკი მას მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მოვათავსებთ, რკინის მთლიანი შემცველობა დაქვემდებარებული ხდება მაგნიტური ველის მიმართულებისკენ, რაც მასალას ძალიან მყარს ხდის. 

image.jpeg 
მდგომარეობა მაგნიტური ველის გამორთვის და ჩართვის დროს 

ექსპერიმენტების სერიის მსვლელობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ველის ზემოქმედებისას მასალის სტრუქტურის სიმტკიცე საშუალოდ 62%-ით მატულობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის საბოლოო მიღწევა და კონსტრუქციის სიმყარის კიდევ უფრო გაზრდა შესაძლებელია უფრო მტკიცე „შემავსებლების“ წყალობით. სამომავლოდ ამგვარი ტექნოლოგია შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოქნილი ჯავშანჟილეტების და ჯავშანტექნიკის წარმოებას - მასალა საფრთხის შემთხვევაში მომენტალურად შეიცვლის სიმკვრივეს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.