Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

20 თებერვალს ჰარვარდის იურისპრუდენციის პროფესორთან, Jonathan Zittrain-თან ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განიხილა სამომხმარებლო მონაცემების ბლოკჩეინის საფუძველზე ავტორიზაციის შედეგები. 

ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორებიცაა მომავლის ტექნოლოგიები და სოციუმი, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ იგი Facebook-ს მადეცენტრალიზებელ ძალად თვლის. მან განაცხადა, რომ მისი თაობის ადამიანები დაინტერესდნენ/ჩათრეულ იქნენ ტექნოლოგიაში, რადგან იგი ხალხს აძლევს ძალაუფლებას და არა მასობრივ ცენტალიზაციას“. 

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ განიხილავს ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციურ ვარიანტს, რომლითაც მომხმარებლები შეძლებენ გააკონტროლონ თავიანთ მონაცემები და დაამატა: „რეალურად, იღებთ თქვენს ინფორმაციას, ინახავთ მას რაიმე დეცენტრალიზებულ სისტემაში და გაქვთ შესაძლებლობა შეხვიდეთ სისტემაში შუამავლებისგან გვერდის ავლით“. 

მარკმა ასევე აღნიშნა, რომ  დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის ინტესიური გამომთვლელი პროცესები საბოლოო ჯამში გადალახული იქნება, თუმცა არსებობს მორალური ქვეტექსტებიც. 

„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტად საინტერესო კითხვები ვერ განხორციელდება, ისინი წარმოადგენს უფრო ფილოსოფიურ კითხვებს ამგვარი სისტემის სრულყოფისთვის“. - ცუკერბერგმა ისიც განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული სისტემა შეძლებს მომხმარებლებს მისცეს თავიანთ მონაცემებზე კონტროლის უფრო მეტი საშუალება, თუმცა ამავე დროს შესაძოა შეიქმნას ბოროტად გამოყენების ალბათობა და ნებისმიერ პრობლემაზე დახმარების გაწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაშია. 

ცუკერბერგის თქმით, იმის ერთ-ერთი მაგალითი, რომ კომპანია მიიწევს უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურისკენ - არის შეტყობინებების გაცვლის სერვისში მის მიერ წარმოდგენილი დაშიფვრის სისტემა. მარკმა აღწერა დაშიფვრის უპირატესობები, როგორებიცაა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და აღნიშნა, რომ „მომხმარებლები Facebook-ისგან ელიან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ტერორისტებმა ვერ შეძლონ ხალხის დარწმუნება ბავშების ექსპლუატაციაში“. 

მიმნარე თვეში Facebook-მა შეიძინა Chainspace -  პირველი შენაძენი, რომელიც ბლოკჩეინთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, სტარტაპი მუშაობდა ბლოკჩეინის მასშტაბირების პრობლემებზე, კერძოდ, იყენებდა სეგმენტირებას (sharding) სმარტ-კონტრაქტებთან. თუმცა, როგორც ცნობილია, Facebook-ა ხსენებული სტარტაპი პირველ რიგში შეიძინა იმ მიზნით, რომ თავის თანამშრომლებს გამოცდილება და საჭირო უნარები შესძნოს, და არა იმ სერვისებისა თუ პროდუქტებისთვის, რომელსაც Chainspace აწარმოებს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.