Magdalena Posted February 22, 2019 Posted February 22, 2019 20 თებერვალს ჰარვარდის იურისპრუდენციის პროფესორთან, Jonathan Zittrain-თან ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განიხილა სამომხმარებლო მონაცემების ბლოკჩეინის საფუძველზე ავტორიზაციის შედეგები. ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორებიცაა მომავლის ტექნოლოგიები და სოციუმი, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ იგი Facebook-ს მადეცენტრალიზებელ ძალად თვლის. მან განაცხადა, რომ მისი თაობის ადამიანები დაინტერესდნენ/ჩათრეულ იქნენ ტექნოლოგიაში, რადგან „იგი ხალხს აძლევს ძალაუფლებას და არა მასობრივ ცენტალიზაციას“. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ განიხილავს ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციურ ვარიანტს, რომლითაც მომხმარებლები შეძლებენ გააკონტროლონ თავიანთი მონაცემები და დაამატა: „რეალურად, იღებთ თქვენს ინფორმაციას, ინახავთ მას რაიმე დეცენტრალიზებულ სისტემაში და გაქვთ შესაძლებლობა შეხვიდეთ სისტემაში შუამავლებისგან გვერდის ავლით“. მარკმა ასევე აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის ინტენსიური გამომთვლელი პროცესები საბოლოო ჯამში გადალახული იქნება, თუმცა არსებობს მორალური ქვეტექსტებიც. „ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტად საინტერესო კითხვები ვერ განხორციელდება, ისინი წარმოადგენს უფრო ფილოსოფიურ კითხვებს ამგვარი სისტემის სრულყოფისთვის“. - ცუკერბერგმა ისიც განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული სისტემა შეძლებს მომხმარებლებს მისცეს თავიანთ მონაცემებზე კონტროლის უფრო მეტი საშუალება, თუმცა ამავე დროს შესაძლოა შეიქმნას ბოროტად გამოყენების ალბათობა და ნებისმიერ პრობლემაზე დახმარების გაწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაშია. ცუკერბერგის თქმით, იმის ერთ-ერთი მაგალითი, რომ კომპანია მიიწევს უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურისკენ - არის შეტყობინებების გაცვლის სერვისში მის მიერ წარმოდგენილი დაშიფვრის სისტემა. მარკმა აღწერა დაშიფვრის უპირატესობები, როგორებიცაა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და აღნიშნა, რომ „მომხმარებლები Facebook-ისგან ელიან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ტერორისტებმა ვერ შეძლონ ხალხის დარწმუნება ბავშების ექსპლუატაციაში“. მიმდინარე თვეში Facebook-მა შეიძინა Chainspace - პირველი შენაძენი, რომელიც ბლოკჩეინთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, სტარტაპი მუშაობდა ბლოკჩეინის მასშტაბირების პრობლემებზე, კერძოდ, იყენებდა სეგმენტირებას (sharding) სმარტ-კონტრაქტებთან. თუმცა, როგორც ცნობილია, Facebook-მა ხსენებული სტარტაპი პირველ რიგში შეიძინა იმ მიზნით, რომ თავის თანამშრომლებს გამოცდილება და საჭირო უნარები შესძინოს, და არა იმ სერვისებისა თუ პროდუქტებისთვის, რომელსაც Chainspace აწარმოებს. https://cointelegraph.com/news/mark-zuckerberg-considers-blockchain-authorization-of-data-in-recent-interview 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.