Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამედროვე ცათამბჯენები უკვე გახდნენ ეპოქის ნამდვილი სიმბოლოები და არა უბრალო შენობა-ნაგებობები. მათში გაერთიანებულია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური და არქიტექტურული მიღწევები. დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს კომპანია Foster + Partners-ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო სრულიად უჩვეულო ცათამბჯენზე მუშაობა. ეს შენობა არ საჭიროებს წყლი კომუნიკაციებს. საჭირო წყალს იგი წვიმისგან მიიღებს. ამასთან, შენობას სხვა ფრიად საინტერესო განსაკუთრებულობებიც გააჩნია.  

image.jpeg 

ხსენებული ცათამბჯენი აშენდება კომპანია China Merchant Bank HQ-სთვის და განთავსდება ჩინეთის ქალაქ შენჟენში. შენობის სიმაღლე იქნება 300 მეტრი და მას ექნება ძირითადად საოფისე დანიშნულება. ნაგებობის მთლიანი ფართობი 130 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ დამხმარე სტრუქტურული ელემენტები განლაგებული იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრთებზე, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შიდა სივრცე იმის ხარჯზე, რომ შიგნით არ იქნება სვეტები. 

image.jpeg 

შენობის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგში: კომპანია Foster + Partners-ი ძირითად აქცენტს აკეთებს ხსენებული ცათამბჯენის „ავტონომიურობაზე“. როგორც არქიტექტორები აცხადებენ, წყლის შეგროვების განსაკუთრებული სისტემა საშუალებას იძლევა შეგროვდეს და შეინახოს წვიმის წყლის 70%, რითიც უზრუნველყოფილი იქნება მთელი შენობა. ეს ყველაფერი არ არის: შენობას აქვს მზის სითბოს აკუმულირების სისტემაც, რაც საშუალებას იძლევა გათბეს შენობა და წინასწარ შეგროვებული წყლის მარაგიც. 

შენობა იქნება ბანკის უმაღლესი სტატუსის სიმბოლო, რომელიც მოიცავს ძლიერ მემკვიდრეობასა და მომავლის მტკიცე ხედვას“ - განაცხადა Foster+Partners-ის ხელმძღვანელმა გრანტ ბრუკერმა. 

შენობა დაკავშირებული იქნება მეტროსთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროსთან. ამასთან, ცათამბჯენის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებს ჩინეთის ხელისუფლებაც, რაც მეტად რეალურს ხდის მის რეალიზებას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.