Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ბრაუზერ Google Chrome-ის ერთ-ერთ სამომავლო ვერსიაში სისტემა მიიღებს დამატებით დაცვას პრივატული რეჟიმისთვის. ამს შემდეგ ვებ-გვერდები ვეღარ შეძლებენ განსაზღვრონ რეჟიმ „ინკოგნიტოს“ აქტიურობა, ვეღარ შეიტყობენ - მომხმარებლები საიტს ჩვეულებრივი რეჟიმით  ათვალიერებენ თუ პრივატულით. 

საქმე იმაშია, რომ ამრავ მომხმარებელს ურჩევნია „ინკოგნიტო“რეჟიმის გამოყენება სისტემური თვალთვალისა და კონტექსტური რეკლამებისგან დასამალად. თუმცა საიტების მფლობელებმა სწრაფად იპოვეს გამოსავალი. როგორც აღმოჩნდა, Google Chrome პრივატულ რეჟიმშ იყენებს API FileSystem-ინტერფეისს მონაცემთა შესანახად. „ინკოგნიტო“ რეჟიმის გამოყენებისას ეს ფუნქცია გამოირთვება, რათა არაფერი იქნას კომპიუტერში შენახული. თუმცა იგი ცალსახად უჩვენებს, ართულია თუ არა პრივატული რეჟიმი. 

ახალ ვერსიაში მოსალოდნელია, რომ მონაცემები განთავსდება ოპერატიულ მეხსიერებაში და არა დისკზე. ეს საშუალებას მისცემს გამოყენებულ იქნას API FileSystem ოპერატიული მეხსიერების ვირტუალურ განყოფილებაში, ანუ, საიტები ვერ შეძლებენ განსაზღვრონ, რომელი რეჟიმით სტუმრობს მათ მომხმარებელი. სამომავლოდ იგეგმება ამ პროგრამულ ინტერფეისზე საერთოდ უარის თქმა, თუმცა თავდაპირველად მწარმოებლებს სურთ მოიცადონ და დააკვირდნენ, თუ როგორ გააუმჯობესებს სიტუაციას ახალი მიდგომა. 

ამგვარი შესაძლებლობის მქონე პირველი ვერსია იქნება Chrome 74. დიდი ალბათობით, ეს ვერსია მიიღებს დაცვას დამატებითი ფუნქციის სახით. 

მოგახსენებთ, რომ ბრაუზერის ერთ-ერთ სამომავლო ვერსიაში გამოჩნდება გზავნილის  ტექსტის ნაწილად ან სიტყვად ფორმირების ფუნქცია. ამისათვის მოხდება  შესაბამისი სიმბოლოების კოდირება მისამართის ზოლში. ამ მომენტისთვის ამ შესაძლებლობას ტესტავენ Chrome Canary-ში, თუმცა სამომავლოდ იგი ალბათ Chromium-ს ბაზაზე არსებულ ბრაუზერებში (მათ შორის შესაძოა Firefox-შიც) გამოჩნდება. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.