Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მოსაწავლეების სოციალური ქსელების მონიტორინგს ახორციელებს სამი მსხვილი კომპანია - Bark Technologies, Gaggle.Net და Securly Inc. ისინი ახდენენ მოსწავლეების ელ.ფოსტისა და სოციალურ ქსელებში აქტივობის სკანირებას. ტექნოლოგიის მიზანია აღმოაჩნოს კიბერბულინგის, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის, ძალადობისკენ მიდრეკილების სიმპტომები. 

პოტენციური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძმისაა იგი, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და უკიდურეს შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეტყობინებას იღებენ აღმოჩენის შესახებ. 2017 წლის გაზაფხულზე Bark-ა პირველი საპილოტე ტესტირება ჩაატარა ამერიკის 25 სკოლაში. - „ჩვენ აღმოვაჩინეთ რამოდენიმე საგანგაშო პრობლემა, სკოლაში ბომბის აფეთქებისა და სროლის ჩათვლით“ - აღნიშნავს კომპანიის მშობელთა კომიტეტის დირექტორი. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყდა ჩატარებულიყო უფრო მასშტაბური მონიტორინგი. 

Bark-ის პროდუქტის მოხმარება აშშ-ის სკოლებისთვის უფასოა შეუზღუდავი ვადით. კომპანია აღნიშნავს, რომ თანხას იგი გამოიმუშავებს ტექნოლოგიის სრული ვერსიისგან, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი. მშობლებისთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულება თვეში 9 დოლარს შეადგენს და მოიცავს 25-ზე მეტი სოციალური ქსელის მონიტორინგს, მათ შორისაა რაღა თქმა უნდა Twitter, Instagram, Snapchat და YouTube. 

მონიტორინგზე მომუშავე კომპანიები ანიშნავენ, რომ შეუძლებელია ყველა საეჭვო ფაქტი დააფიქსირონ - ისინი ხშირად ცრუ შედეგებს იღებენ. საეჭვო კონტენტის აღმოჩენის შემდეგ პროგრამა მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას უგზავნის შეტყობინებას და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა. 

ამჟამად პროგრამა აშშ-ის 1100 სკოლაში გამოიყენება, მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 2,6 მილიონია. თუკი სისტემა აღმოაჩენს „უკიდურესად სერიოზულ“ მასალებს, მაგალითად ბავშის გატაცება ან მუქარა - საქმე განსახილველად FBI-ს გადაეცემა. 

მონიტორინგის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაცია დღეში 35-55 ათას გაფრთხილებას აგზავნის. თუმცა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში Bark-ის პროდუქტი ამუშავდა, FBI-მ მხოლოდ 16 საქმე მიიღო განსახილველად (ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღის  მოსალოდნელი გამოყენების შემთხვევები). 

კომპანია Gaggle-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია არ ეყრდნობა მხოლოდ მანქანურ სწავლებას საფრთხის აღმოსაჩენად. თუკი სკანირებულ დოკუმენტებში აღმოჩნდება კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავში, კვალიფიცირებული სპეციალისტები გააანალიზებენ მასალებს და განსაზღვრავენ პრობლემის დონეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.